ახმეტის საკრებულოს ფარული ზრახვები,- ვის აწყობს ზვიადაურის „გადაგდება“ ?


ახმეტის მოსახლეობის მოლოდინის მიუხედავად,  რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
27 სექტმბერს გამგებლის დანიშვნის საკითხი საერთოდ  არ განიხილა. ეს მაშინ როცა თავად გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის არ დამტკიცებას შეეწირა საკრებულოს თავჯდომარე ზაქარია ქინქლაძე.
როგორც ცნობილია,გამგებლის მ/შ ბექა ბაიდაურის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ყალბი პირადობის მოწმობის გამოყენებისათვის,  ერთ ერთი მთავარი მიზეზი გახდა, რის გამოც მაშინდელმა საკრებულოს თავმჯდომარე, ზაქარია ქინქლაძემ არ დაუჭირა მხარი გამგებლის დამტკიცებას,  როგორც ქინქლაძე ამბობს, მან წმინდა ადამიანური დამოკიდებულების გამო შეუნარჩუნა  ბაიდაურს მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა.
დღეს სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილია, ბაიდაური სამართლებრივად სუფთაა და მზად არის მოვალეობის შემსულებლის სტატუსი გამგებლის სტატუსით შეიცვალოს. ამავ დროულად იგი „კახეთის საინფორმაციო ცენტრთან“ კომენტარის, დროს დასძენს, რომ მას აქვს უფლება მომავალი 2 წლის მანძილზეც კვლავ იმუშაოს მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, რაც არანაირად ხელს არ  შეუშლის მის საქმიანობას.
ახმეტის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კი განსხვავებულად ფიქრობს  და თვლის, რომ ბურჯანაძის პარტიის გააქტიურებამ სრული უკონტროლობა გამოიწვია რაიონში.
მაგალითად როგორც კულუარული ინფორმაციითა ცნობილი,ახმეტის საკრებულოს  „დაპყრობას“ უკვე ბურჯანაძის პარტიის აქტივისტები ცდილობენ, ეს აქტივისტები კი ის პორტირებული ნაციონალები არიან რომლეთაც 2012 წლის ოქტომმბრის მერე პოლიტიკური პლადფორმა შეიცვალეს და ოცნების მხარდამჭერები გახდნენ,დღეს პორტიებულთა გუნდი უკვე ახალ ფერისცვალებას განიცდის და ბურჯანაძის პარტიისაკენ, ნებით ბარგდებიან...
განსაკუთრებით ეს შესამჩნევი მას მერე გახდა რაც დავით ბაქრაძის წინა საარჩევნო შეხვედრის ჩაშლის მცდელობა სწორედ ყოფილმა ნაციონალმა, საკრებულოს დეპუტატის ძმამ , და ახლა უკვე ბურჯანაძე დემოკრატების აქტივისტმა ბექა ონიაშვილმა სცადა.
ინციდენტი მას მერე განვითარდა  რაც ბაქრაძემ მოსახლეობასთან საუბარი  პარტიის პროგრამაზე დაიწყო,  10 მეტრში მდებარე „ტრანგალეტკასთან “ უცნობი პირი მივიდა რომელმაც ჟურნალისტებს ბექა ონიაშვილად წარუდგინა თავი. „ტრანგალეტა“ ადგილზე დაქოქა, დაახლოებით 10  -12 წუთის მანძილზე მან იმ მოტივით არ გამორთა ძრავა,  რომ გაფუჭებული იყო.
  ახმეტის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის  განცხადებით :
-პარტიამ რამოდენიმე დღით ადრე  შინაგან საქმეთა ახმეტის პოლიციის განყოფილებას მიმართა განცხადებით, რომ მოქალაქეებთან შესახვედრად დავით ბაქრაძე ჩამოდიოდა
და შესაბამისად პოლიციას უნდა ეზრუნა წესრიგზე.
მინიმუმ სავალ გაზონზე განთავსებული „ტრანგალეტკა“ უნდა მოეშორებინა მიმდებარე ტერიტორიიდან, და შესაბამისი სამართლებრივი ზომებიც უნდა გამოეყენებინა მეპატრონის მისამართით. თუმცა აღნიშნული გარემოება პოლიციას არ გაუთვალისწინებია. ამავ დროულად ინციდენტის დროს პოლიცილები მხოლოდ მაყურებლის როლს ასრულებდნენ, და მშვიდად ელოდნენ კონფლიქტის გაღრმავებას.
თუმცა აღნიშნულ ინციდენტამდე  ერთი დღით ადრე ბექა ონიაშვილი დაბარებული იყო ახმეტის პოლიციაში, მასზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ს.ს. კ. -ის 120 და 237 მუხლის მიხედვით, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს აზრს, რომ ონიაშვილზე პოლიციას დღესდღეისობით დიდი გავლენა აქვს დამათი მითითებით მოქმედებს, ის ახლა „მათ ხელშია“  თან ყოფილი ნაციონალია, საკრებულოს დეპუტატის ძმაა, ამავ დროულად ბურჯანაძის პარტიის ერთ ერთი სერიოზული აქტივისტია, რაც უფრო მეტ სხვადასხვა კითხვას აჩენს“- გვეუბნება საუბრისას რესპოდენტი, რომელიც სწორედ გვარის და სახელის დასახელებას იმიტომ გაურბის, რომ მასაც პოლიციის ეშინია.
ამავ დროულად ახმეტაში აზრი მუსირბს,  რომ ბურჯანაძის მხარდამჭერები დღითი დღე ძლიერდებიან, იგივე შეცდომებს იმეორებენ რაც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა.
აღნიშნულ აზრს კიდევ ერთი გარემოება  ადასტურებს,  დავით ბაქრაძესთან შესახვედრად ფეხით მომავალ, აქტივისტებს გზაში ოცნებისა და ბურჯანაძის პარტიის აქტივისტები ფოტოაპარატით ხვდებოდნენ და სურათების გადაღების, შემდეგ  პირდებდნენ, რომ მათი შავი სია მზადდებოდა
ბოლო ჯამში, ახმეტაში ძალთა გადანაწილებაზე მრავალი კითხვის ნიშანი ჩნდება.
თუმცა ფაქტი სახეზეა, საკრებულო არჩვენების დასრულებას ელოდება რათა  მერე აირჩიოს გამგებლად ის კადრი ვინც მომავალი პრზიდენტის მომხრედ ჩაითვლება, ზვიადაურის მეგობრის ბექა ბაიდაურის გამგებლას დანიშვნის  საკითხის გადადება კი ახმეტელებში ეჭვს უფრო ამძაფრებს:
„ვფიქრობთ „პორტირებულებმა“ ზურაბ ზვიადაურის გადაგდება განიზრახეს! ერთი მხრივ აქამდე შედეგს მიაღწიეს როცა რესპუბლიკელი ქინქლაძე და ოცნების დეპუტატი ზვიადაური ერთმანეთს გადაკიდეს, დღეს კი უკვე ახალი ძალისკენ იხრებიან და ფარულ გარიგებებში შედიან ბურჯანაძის აქტივისტებთან.“ ასე გვიხსნიან ახმეტის მაცხოვრებლები
პ.ს. მოვლენების განვითარებაზე პროგნოზის გაკეთება არა მარტო ახმეტაში, ზოგადად სახელმწიფოშიც კი უკვე ძნელი ხდება. თუმცა ფაქტია პრემიერ მინისტრი არ მოერიდა საჯარო პრესკონფერენციაზე იმის თქმას რომ ახმეტის საკითხზე მან და უსუფაშვილმა იდავეს, და უსუფაშვილის პოზიცია მისთვის არგუმნტირებული არ აღმოჩნდა, ანუ პრემიერმა ზვადაურის ინტერესები დაიცვა.
 პრემიერისაგან ასეთი განცხადება ცოტა არ იყოს მიუღებელია საზოგადოებისათვის, თუ ივანიშვილი ადგილობრივ თვითართველობების  ცვლილებებში არ ერევა,მაშინ რატომ ხდება საკამათო ახმეტის საკრებულოს პრობლემები პარლაენტის თავმჯდომარესა და მის შორის? მაგრამ ასევე ჩნდება კითხვა რატომ არ დანიშნა საკრებულომ ბაიდაური გამგებლად, როცა მისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უკვე შეწყვეტილია, გამოდის, რომ ახმეტაში საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებას ელიან რათა მერე  გადაწყვიტონ უპირატესობა ვისკენ იქნება მიმართული. და უხეშად, რომ ვთქვათ საკრებულო არჩევნების მერე, ზვადაურის „გადაგდებას“ აპირებს!
რაც  შეეხება წინა საარჩევნო პროცესების განვითარებას მომხდარი ფაქტები ცხადყოფს, რომ პოლიცია იყენებს ბრალდებულებს პროვოკაციების მოსაწყობად,  ( არა მარტო ახმეტაში არამედ დაახლოებით ასეთივე პროვოკაცია თელავშიც იყო).
საერთო ჯამში კი ბურჯანაძის პარტიის რეიტინგი რატომღაც იზრდება და უკვე პორტირებული ნაციონალები  ბურჯანაძის პარტიის ლიდერები ხდებიან.

მაკა მოსიაშვილი

Comments

  1. მართლაც ლოგიკური კითხვები ჩნდება: რატომ არ დანიშნა საკრებულომ გამგებლად ბაიდაური? რატომ ელოდება საკრებულო არჩევნების დასრულებას? რესპუბლიკელი ქინქლაძისა და ოცნების დეპუტატის ზვიადაურის "ერთმანეთზე გადაკიდებით" ვინ იხეირებს?

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში