სუიციდი ციხეში
ის დაღლილი სახით გამოვიდა ზონის ეზოში...
ეტყობოდა შეშუპებულ თვალებზე, თავში ყველაფერი რიგზე, რომ არ ჰქონდა.
ეზო კი გამაყრუებლად ლაქ ლაქებდა.
ტელეფონის რიგში „ჩამსხდარმა“ ქალებმა ალმაცერად შეხედეს, მერე ერთმა ჭორიკანამ მეორეს ჩასჩურჩულა.
-აგიჟებენ უბედურს, „აზალეპტინს“ ასმევენ თურმე...
-საცოდავი, გაუშვებენ ალბათ „ქვიტირში“
მან კი თმაზე ხელის გული დაიტრიალა,თვალები მოჭუტა,
ძებნა დაუწყო ადგილს სადაც მარტო დაჯდომას შეძლებდა...
წავიდა...
ეზოს ბოლოში წავიდა...
ჩრდილში დაჯდა, ზედ ასფალტზე...
თვალები ჩაღუნა და დააშტერდა მიწას...
ვიღაც მიუახლოვდა,
-მზია ცუდად ხომ არ ხარ?
-ჰააა არა მარტო ყოფნა მინდა,
მანაც მიატოვა და წავიდა.
გარშემო ქალები ბუტბუტებდნენ:
„ბავშვს სიცხე ქონია , უნდა დაურეკო“..
“ჩემს ქმარს თავისი საყვარელი სახლში ცოლად მიუთრევია,
ღმერთი არ აპატიებს ჩემს იტოვებას...“
„არ ვარ „ნასედკა„ არა, პროკურორმა თანამშრომლობა შემომთავაზადა
აბა რა მექნა? 20 წლით დავმჭდარიყავი? და ჩემი 13 წლის გოგო საფრთხის წინაშე დამეყენებიან?“
„სროკა “ დამღალა,მედიკო ზვიადი მედიკო ზვიადი, დავირალე
რაა“
„სახლი დამექცა, ოჯახი ამერია რა დაგიშავე ამისთანა
ღმერთო?“
ასე მოსთქვავდა ჩერჩულით დედათა „კოლონია“
თუმცა იქვე ახალგაზდრა დამნაშავეთა ორი გუნდი გულიანად
და ენერგიულად თამაშობდა ფრენბურთს, ზონის უფროსთან მაცდური კეკლუცით...
მას კი არავინ აქცევდა ყურადღებას,ი გი იჯდა თავის თავთან
მარტოდ მარტო..
ესეთი განდეგილობა უცხო არარის ციხის ცხოვრებისათვის,
ამიტომ არც არავის უკითხავს მისთვის რა ხდებაო?
რამოდენიმე საათის მერე, ტელეფონის რიგს მიუახლოვდა...
-მეც დამარეკინეთ.
-მზია ცუდად ხომ არ ხარ? ... მოდი დარეკე- რატომღაც
ურიგოდ გაუშვეს
ნომერი აკრიფა...
ზარი გავიდა..
დედამ უპასუხა..
-დე მე ვარ!
-როგორ ხარ შვილო?
-დე შენი ნახვა მინდა!
-მეც მინდა ძალიან, მენატრები მაგრამ არ შემიძლია.დილით
ერთი პური ვიყიდე მარტო, აბა შენს პატარას შიშილოთ ხომ არ მოვკლავ?გზის ფული არ მაქვს
შვილო რა ვქნა?-გულის ქვითინით შესჩივლა დედამ
-კარგი დე არაუშავს მაშინ მე მოვალ შენთან
-ჩემტან როგორ მოხვალ როცა 26 წელი გაქვს მისჯილი.
-მერე რა? მე მოკლე გზაც ვიცი..
-მზია სიისულელე არ ჩაიდინო, არ დამღუპო არ გამოიპარო
-არა დე თვითონ გამიღებებნ კარებს და საკუთარი ხელით
მმოაბრძანებენ სახლსი...
ყურმილი დაკიდა...
მადლობა გადაიხადა...
ყველა მოათვალიერა და საკანში დაბრუნდა!
დუმდა...
ისე კი არც არავის ელაპარაკებოდა ...
დაღადა..
საკნები ჩაიკეტა..
მან კარადა გახსნა, რაღაც, დაკუჭული ქარალლდი ამოიღო, ფურცელი გაშალა, ბოლო სამი კვირის შეგროვილი,
21 აზალეპტინის აბი ამოიღო, მიმოიხედა, არავინ
უყურებდა.
.ბოთლით წყალი მოიმარჯვა
და დალია!!!
დაწვა...
„მალე გარეთ ვიქნები,მერე უფალი ჩემს სულს მიიბარებს..
სხეულს გაკვეთავენ...
დასკვნას დადებენ
სუიციდაო ციხეში!!
დამკრძალავენ, დასაფლავებაზე ყველა ნაცნობი და ნათესავი
მოვა,
შესაწირში ფულს დადებენ...
ჩემი გოგონასათვის, დედას ცოტა ფული გაუჩნდება, ალბათ
ლილოზე დაიწყებს ვაჭრობას,
მე კი თავისუფალი ვიქნები და ამ სხეულის თრევა აღარ
დაჭირდება,
ვიფრენ და სულ ჩეს პატარა ნინიკოსთან შეუმჩნევლად ვივლი!“
ჩაეძნა, გაითიშა...
დილამდე ვერავინ გაიგო რა მოხდა...
დილის „პრავერკაზე“ მორიგე უკიოდა:
-გამოდი დროზე,მომინდომა ძილი,ისეთ აქტს დაგიწერ, რომ
26 წელი არ დაგავიწყდეს!! ვერ გაიგე ქალო?
მორიგე ალბათ კიდევ დიდხანს იკივლებდა..
ერთმა პატიმარა მის ნართან მიირბინა,ხელი მოკიდა გადმოაბრუნა,
ის კი ლურჯი იყო და სახეზე უცნაური ღიმილი ეფინა...
აქტი მართლა დაწერეს, რაღაც აბდაუბდა!
033-ა სხეული საავადმყოფოში წაიღო..
ექიმა დახედა და იკითხა:
-რეანიმაციაში ამას რა უნდა? უკვე გვამია! მის ადგილი
მორგშია, გადაიტანეთ! პატარა გოგო კი ყოფილე ეს უბედური, მისი სული უკვე ზეცაშია...
მერე ექსპერტიზა..
გამოძიება..
მერე დასკვნა..
არც არაფერი... ეს მორიგი სუიციდი იყო ციხეში..
ქელეხი დიდი არ ყოფილა,..
თუცა ნაცნობებმა,
და ნათესავებმა მხოლოდ ერთმანეთის ჯიბრზე გაიკრეს ჯიბეზე ხელი,
ორი თვის მერე , როცა ოროცმაც ჩაირა,მ ზიას დედა ლილოზე
ვაჭრობა მართლა დაიწყო.
ნინკოს აღარ შიოდა,
ესპანურშიც ემზადებოდა...
მზიას ვერავინ ვეღარ ხედავდა, მაგრამ ის ყვლგან იყო,
ყველგან სადაც მისი ნინო იყო...
ციხეში კი სუიციდ
გახშირდა...
მაკა მოსაშვილი

Comments
Post a Comment