სიბაშვილი სასამრთლო ეპიზოდი „ცოტას ვმუშაობდი და ბევრს მაჭმევდნენ“




დღეს 3 ოქტომბერს სიბაშვილის სასამართლო პროცესი განახლდა!
მოკლედ თუ ვინმეს უნდა სასამართლო პრაქტიკა გაიაროს 17 ოქტომბერს კვლავ განახლდება პროცესი და შეუძლია მოვიდეს.
 დარჩენილი 37 მოწმიდან ორი გამოცხადდა
 სასამრთლოზე კახეთის განვითარების სააგენტოს ორი თანამშრომელი დაიკითხა მოწმის სახით.
1.  თეიმურაზ ბალარჯიშვილი სიღნაღის რაიონის რესურს ცენტრის ყოფილი უფროსი, ყოფილი გამგებლის მოადგილე, მგონი ყოფილი გამგებელიც, კულტურის განყოფილების გამგე, მუზეუმის „სტაჯიანი“ თანამშრომელი...... მოკლედ კარგი   „შრომითი წიგნაკი“ მეპატრონე,
შესაბამისად თავისი შრომის ფასიც უნდა იცოდეს.
 მისმა ჩვენებამ სასწაული აჟიოტაჟი გამოიწვია, მოსამართლეს მოკრძალებით მიმართა, საერთოდ არ ვიცი, ვინ არის ბრალდებული და აბა ჩემი ნათესავი როგორ იქნებაო? :)
ბალარჯიშვილი აღნიშნულ სააგენტოში 2012 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით იმუშავა, ამ პერიოდში მან აიღო თვეში ხელფასის სახეთ 500 ლარი სამ თვეში ერთხელ პრემია + 500 ლარი. ახლა კი ჩამოვთვლი მის მიერ„ ნამსახურევს“, სიღნაღის რაიონში შემოიარა 60 ზე მეტი არასამთავრობო  ორგანიზაცია, ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით ქონდა შეთავაზებები თანამშრომლობაზე, ამავ დროულად იგი ეწეოდა ნადირობის ტურიზმის განვითარებას. ამას დაუმატოთ უცხოელ სტუმრებთან მისი შეხვედრები, ლაგოდეხის ნაკრძალში, შეხვედრები ვინმე ტყემალაზე თემურისთან, რაღაც ქართული ნატურალური რძის პროდუქტების ტურისტებთან აქტიური პოპულარიზაცია......
თუმცა ბალარჯიშვილს ჰქონდა მხოლოდ ხელფასი, ტექნიკური ხარჯისათვის არავითარი დანამატი არ ქონია, რომ დავაკონკრეტოთ არც ბენზინის ხარჯი, არც უცხოელებისათვის კვების ხარჯი, ორ კვირაში ერთხელ მოდიოდა თელავში გრემელაშვილთან შეხვედრაზე  და ა. შ.
ანუ დღეს მას უნდა ქონოდა ლოგიკური პროტესტი და წინასწარი გამოძიების დროს მას უნდა ეთქვა საჯაროდ მე მიხდიდნენ ცოტას და მამუშავებდნენ ბევრს!
თუმცა მან დაკითხვის ოქმში ასეთი რამ დააფიქსირა:
„ ვმუშაობდი ცოტას და ამდენი ხელფასი სულაც არ მეკუთვნოდა“
ლოგიკურად მიჩნდება კითხვა, 500 ლარის ნაცვლათ როცა ტექნიკურ ხარჯს არ მივცემთ მოსამსახურე პირს, რა რაოდენობის სამუსაოს შესრულება უნდა მოვთხოვოთ?
ამ მოწმის დაკითხვისას სიბაშვილის და გრემელაშვილის ბრალეულობა მტკიცდება, ანუ სააგენტო ბალარჯიშვილის შრომის ექსპლუატაციას ეწეოდა, და შრომის საფასურს შასაბამისად არ უნაზრაურებდა.
მაგრამ რჩება კვლავ კითხვა:
_რის საფუძველზე ამბობს ბალარჯიშვილი, რომ იგი ცოტას შრომობდა და მეტ ხელფასს იღებდა?
(რაღაც ბეცობას აქვს აქ ადგილი, იმედია ამ ამოცანას ამოვხსნი)
მოწმე 2. სოსო გაბარაშვილი ბაგალიშვილი
მოწმის განმარტებიტ მან აღნიშნულ სააგენტოში იმუშავა 4 თვე! თვეში იღებდა მძღოლის კუთვნილ ხელფასს ხელზე 380 ლარს (ქვითრებიც კი წარადგინა), ამ სააგენტოში მოხვდა გიორგი ღვინიაშვილის რეკომენდაციით, მისი მოვალეობა იყო თბილისიდან წამოეყვანა კახეთის მიმართულებით, და უცხოელები ყავდა სულ 2 ჯერ ჩამოყვანილი პირველ სამუშაო თვეში გურჯაანში ახტალაზე და სიღნაღში, (საწვავის ხარჯიც იმ 380 ლარში შედიოდა).  თუმცა მომდევნო თვეს როცა მას დაურეკა გიორგი ღვინიაშვილმა და უთხრა რომ სტუმრები კვლავ უნდა წაეყვანა კახეთის მიმართულებით, მძღოლმა უარი უთხრა ერთი მოტივით, დედა ყავდა უმძიმეს მდგომარეობაში, ლოგინად ჩავარდნილი და მას უვლიდა. კიდევ 3 ჯერ მოსთხოვეს უცხოელების ტრანსპორტირება, თმცა ანალოგიური მიზეზით კვლავ უარი უთხრა, უბრალოდ უზომოდ გაჭირვებულს, მელოგინე დედის მომვლელს 3 თვის მანძილზე ხელფასი არ შეუწყვიტეს!
მეორე მოწმის შესახებ მკითხველმა გააკეთოს შეფასება!

Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში