მალე უნივერსიტეტს კანონის გვერძე ავლით ახალი რექტორი ეყოლება!
2013 წლის 20 სექტემბერს
პარალმენტმა კიდევ ერთი ვეტო დაძლია და უკვე დავით უსუფაშვილის თანხმობით უმაღლესი
განათლსების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, მათ შორის ერთ ერთი ყველაზე აქტუალური,
რექტორის დანიშვნის საკითხია,
25 სექტემბერს თელავის
სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო შეიკრიბა, და დღის წესრიგზე შემდეგი საკითხი
დაამტიკიცა
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის
21-ე მუხლის 1 პუნქტის ,,დ“
ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის, საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – „იაკობ გოგებაშვილის
სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის “ წესდების
დამტკიცების შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
2013 წლის 3 სექტემბრის 122/ნ
ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – იაკობ
გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის
წესდების” მე-8 მუხლის
პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო
უნივერსიტეტის
რექტორის თანამდებობის დასაკავებლად, გამოცხადდეს არჩევნები,
დაიწყოს
კანდიდატთა რეგისტრაცია და დამტკიცდეს ,,არჩევნების
გამოცხადების და
კანდიდატთა რეგისტრაციის შესახებ” განცხადების ტექსტი
დანართი №1
შესაბამისად.2. სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორმა არჩევნების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით
ბრძანებით
განსაზღვროს შესაბამისი საარჩევნო კომისია.
3. წინამდებარე დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ
საარჩევნო კომისიას
დაევალოს სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის
სახელმწიფო
უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ
არჩევნებთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების
გატარება აკადემიური
საბჭოს დავალებების შესაბამისად.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება
დაევალოს
უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე
განთავსება დაევალოს
უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
6. წინამდებარე დადგენილება, დაინტერესებული პირის მიერ
შეიძლება
გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით
ძალაში შესვლის
დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თელავის რაიონულ სასამართლოში
(მისამართი: ქ.თელავი
დავით აღმაშენებლის N 43).
7.დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
თელავის სახელწიფო
უნივერსიტეტში გამოცხადებულ კონკურსს ახალი
რექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით დიდი აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა,
აღნიშნული აზრთა
სხვადასხვაობაზე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნელი ცქიტიშვილი შემდეგ კომენტარს აკეთებს:
- აკადემიური საბჭოს
გადაწყვეტილებაზე უნივერსიტეტში არსებობს სხვა მოსაზრებაც, კანონის ძალაში შესვლის
შემდეგ, რექტორს თინათის ჯავახიშვილს ნაადრევად
უწყდება უფლება მოსილება, მართალია ჯავახიშვილი არჩეული იყო მომავალი წლის დეკემბრამდე,
თუმცა ახალი კანონმდებლობა მას უკვე უფლებას აღარ აძლევს, გააგრძელოს რექტორის მოვალეობა,
(უმაღლესი გამნათლების სესახებ კანონი მუხლი
22 პუნქტი 4. სახელმწიფოს
მიერ დაფუძნებული
უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების (გარდა
სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებული სამხედრო,
საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და
სასპორტო უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებებისა)
რექტორობის კანდიდატი
შეიძლება იყოს
პირი, რომელსაც
აქვს დოქტორის
ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური
ხარისხი და
აკმაყოფილებს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების
წესდებით განსაზღვრულ
პირობებს.)
შესაბამისად მოლოდინი იყო რომ უნივერსიტეტს ეყოლებოდა რექტორის მოვალეობის
შემსრულებელი,(22 მუხლი "9.პუნქტი
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.".)
დროებით ვიდრე განათლების
ახალი კანონი შევა ძალაში და სენატი ჩაანაცვლებს აკადემიურ საბჭოს.
უნივერსიტეტის კოლექტივი
არ იყო ინფორმირებული, საბჭოს სხდომის შესახებ , მე დავესწარი წარმომადგენლობითი საბეჭოს
სხდომას და თითქმის ყველა წევრი ითხოვდა, რომ საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილება ყოფილიყო
კანონთან შესაბამისი, კერძოდ ამ ეტაპზე არჩეული ყოფილიყო რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
აღნიშნულ ბრძანებაზე,
აკადემიური საბჭოს წევრი გიული ანდრონიკაშვილი, შემდეგ კომენტარს აკეთებს,
- საბჭოს სხდომაზე
იურისტმა პირდაპირ მოითხოვა, რომ არჩეულიყო რექტორი, მე დავსვი კითხვა რატომ არ ვირჩევთ
რექტორის მოვალეობის შემსრულებელს? მათ კი ასე განმიმარტეს, რომ ჩვენს უნივერსიტეტს,
კანონმდებლობა აძლევს უფლებას არჩეული იყოს რექტორი და არა მოვალეობის შემსრულებელი,
თუმცა პირადად მე ვფიქრობდი და ვფიქრობ, რომ
უკეთესი იქნებოდა აგვერჩია მოვალეობის შემსრულებელი ამ ეტაპზე, რადგან ძალიან
საპასუხიოსმგებლოა ასეთ დროში უცებ რექტორის არჩევა, როგორც ჩემთვის ცნობილია მოვალეობის
შემსრულებელს ირჩევბს აკადემირი პერსონალი,ანუ ჩვენთან 83 ადამიანი იმ შემთხვევაში
თუ რექტორს უჩერდება სტატუსი. ფაქტიურად ვადამდე
უწყდება ქალბატონ თინათის რექტორის მოვალეობა, აქედან გამომდინარე უნდა იყოს არჩეული
მოვალეობის შემსრულებელი აკადემიური პერსონალის მიერ, თუმცა ეს ყველაფერი
უნდა გაარკვიოს იურისტმა საქმის ყურში ჩააყენოს სამინისტრო და ა,შ
მე პირადად რამდენადაც
ვიცნობ კანონმდებლობას, არ მიმაჩნაი სწორად რექტორის არჩევა,საბჭოში ამ საკითხზე დავაც
კი არ ყოფილა მხოლოდ მე დამებადა კითხვა რატომ არ ვირჩევთ მოვალეობის შემსრულებელს?
სამწუხაროდ აზრიც კი არ გაჩენილა, რომ ჩვენ ვირჩევთ მოვალეობის შემსრულებლის ნაცვლად
რექტორს!
მე დამრჩა შთაბეჭდიელბა
რომ უკვე გადაწყვეტილი იყო აგვერჩიოა რექტორი რაც შეეხება წყვეტას რამდენადაც ჩემთვის
ცნობილია რექტორის მოვალებას 20 ოქტომბრიდან 8 ნოემბრამდე შეასრულებს მისი მოადგილე.
აკადემიური საბჭოს
ერთერთი წევრი ელიზბარ ელიზბარაშვილი აფსოლიტურად
სხვანაირად უდგება ამ საკითობხს, ის ამბობს რომ:
-გამოცხადდა კონკურსი
რომელიც დევს უნივერსიტეტის ვებ გვერძე, რადგან არის ვაკანტური უნივერსიტეტის რექტორის
თანამდებობა, აქ მოთხოვნაა, რომ აუცილებლად უნდა იყოს მეცნიერების დოქტორი და უნდა
ქონდეს აკადემიური ხარისხი, შესაბამისად მე გავითვალისწინებ ჩემი ფაკულტეტიოს თანამშრომელთა
და სტუდენტთა აზრს, და მათი მოთხოვნის მიხედვით დავუჭერ მხარს იმ კანდიდატს ვინც უფრო
მისაღები იქნება მათთვის და არა ჩემთვის, -თუმცა ელიზბარ ელიზბარაშვილი რექტორის მოვალეობის
შემსრულებლის არჩევაზე არავითარ კომენტარს არ აკეთებს,
რექტორის მოადგილე
დავით მახაშვილის განმარტებით:
- 25 სექტემბერს აკადემიურმა საბჭომ გამოაცხადა რექტორის
არჩევნები, 5 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით
იქნება კანდიდატთა რეგისტრაცია, 8 ნოემბერს
კი გაიმართება რექტორის არჩევნები,რაც შეეხება თინათინ ჯავახიშვილს მას უფლებამოსილება
შენარჩუნებული ექნება კანონმდებლობის თანახმად,
20 ოქტომბრამდე, თუმცა 8 ნომებრამდე ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის,
რომ უნივერსიტეტის სასწავლო პროცესი ჩვეული რეჟიმით გაგრძელდეს,
კითხვაზე რატომ
არ დადგა დღის წესრიგში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა აკადემიური პერსონალის
მიერ იგი გვპასუხობს, რომ:
-თუ ჯავახიშვილი
გადადგებოდა 20 ოქტომბრის მერე ამის მიხედვით შესაძლებელი იქნებოდა მოვალეობის შემსრულებლის
არჩევა, მაგრამ რადგან ეს პროცესი20 ოქტომბრამდე დადგა დღის წესრიგზე, საბჭოს უკვე აქვს უფლება აირჩიოს
რექტორი.
საყოველთაოდ
ცნობილია, რომ ჯავახიშვილი არ გადამდგარა, მას არ აქვს სამეცნიერო ხარისხი, შესაბამისად
სწორდ 20 სექტემბრით ძალაში შესული ახალი კანონი აღარ აძლევს მას გააგრძელოს ამ პოსტზე
მუშაობა, (თუმცა ცალსახად ცნობილია, რომ თინათინ ჯავახიშვილი მართლა კარგი მენეჯერია)
შესაბამისად რექტორს უფლება მოსილება შეუჩერდა, ხარისხის არსებობის შემთხვევაში ჯავახიშვილს
კანონი აძლევდა უფლებას ერთი წელი კვალვ დარჩენილიიყო აღნიშნულ პოსტზე.
და თუ ახალი ცვლილების
თანახმად რექტორს მოვალეობა ავტომატურად შუჩერდა, ლოგიკურად ჩნდება კითხვა,
კანონის
გვერძე ავლით რატომ გააქტიურდა აკადემიური საბჭო?
თუ პირველ შემთხვევაში
კანონი უზენაესია და რექტორს იმ საფუძველზე უჩერდება სტატუსი, რომ მას ხარისხი არ აქვს,
მაშინ რატომ აღარაა კანონი უზენაესი და რატომ არ უტოვებს საბჭო აკადემიურ პერსონალს
თავისი ეფლება მოვალეობის გამოყენების შესაძლებლებლობას? ფაქტია, რომ აკადემიურმა საბჭომ კოლექტივის აზრი არ გაითვალისწინა,
და თავად კოლექტივი კი თვლის, რომ აკადემიურმა საბჭომ უგულებლყო არა თუ მარტო მათი
აზრი, არამედ ვეტოს ძალით დაძლეული, ახალი კანონიც იგნორყო.
უნივერსიტეტში ბევრი
საინტერესო ვერსია არსებობს მაგრამ ერთი ვერსიის მიხედვით თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორი დავით მახაშვილი გახდება, რადგან მახაშვილს საბჭოში 5 წევრიდან სამი მხარდამჭერი
ყავს , საკუთარი მეუღლე, ავთანდილ ღელეღუტაშვილი და ელიზბარ ელიზბარაშვილი , ფაქტი კი ერთია უნივერსიტეტში ამბობენ
„პარლამენტმა ვეტო დაძლია პრეზიდენტს აჯობაო
აი აკადემიურმა
საბჭომ კი კანონს აჯობაო“
მაკა მოსიაშვილი
Comments
Post a Comment