რა მოხდა პანკისში? რა შუაშია ზვიადაური?
18 აგვისტოს კიდევ
ერთხელ მოხდა პანკისი ხეობა ყურადღების ქვეშ!!
მედიაში არაბერთხელ, გაიჟღერა ზვიადაურის ძმის სახელმა
სპარტაკ ზვიადაურმა!
თუმცა, ასეთი ჩხუბი მატნელებსა და ქისტებს შორის ისეთივე,
ისტორიული მემკვიდრეოაა როგორც ადათი. დღეს როცა პანკისის ქისტებსა და მატნის მოსახლეობას
შორის დავა დასრულეულია, საზოგადოებას უჩნდებაა კითხვები :
-რა იყო ეს გამიზნული პროვოკაცია?
-მორიგი ახალგაზრდული ქიშპი?
-ეთნიკური დაპირისპირება ?
-თუ სახელმწიფოს მხრიდან გაზვიადებული მძაფრი რეაქცია?
ფაქტია, პანკისში ყველაზე მეტად იმან გააღიზიანათ, რომ
ასეთი ე.წ. არეულობის მერე ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენელმა, სწორედ დავის საკითხად ზვიადაურის
ძმის ფაქტორი ახსნეს. ტერიტორიული ორგანოს ერთმა თანამშრომელმა, გიორგი ექვთიმეშვილმა, რომელსაც სხვათა შორის „ყოფილ
ნაცს“ ეძახიან ასეთი რამ თქვა :
]
- ბოლოს და ბოლოს დეპუტატის ძმა გვიცემესო...
თუმცა, იგივე კამათი, რომ მომხდარიყო ალვანის თუშებსა
და ქისტებს შორის ანალოგიური, ჩხუბი მაინც გარდაუვალი იქნებოდა.
მატანში ფიქრობენ, რომ ნებისმიერი კონფლიქტი აუცილელად
შერიგებით დამთავრდება.... --სულაც არ იყო
ზვიადაური დეპუტატი და არც მაგის ძმა ვიცოდით, ვინ იყო... მაგრამ სულ გვქონდა ნასვამებ,ს
ხან კამათი და ხანაც ჩხუბი, რაა ლაფანყურელსა და ზემო ალვნელს არასდროს უჩხუბიათ? მაგრამ
ჩვენი ჩანს ყოველთვის. აქ სიტუაცია სწორედ
ძალოვანი სტრუქტურის გამოჩენამ გაამწვავა.“
-ამის მერე ნებისმიერ დუისელს, შეექმნება წარმოდგენა,
რომ კანონიც და ხელისუფლებაც მისკენაა......
მასე არ შეიძლება.ერთი კინკლაობა დიდ დაპირისპრებაში გადაიზარდოს“
თუმცა ჩვენს კითხვაზე :
_თქვენ კინკლაობას ეძახით საავადმყოფოში, ჩხუბის შედეგად
გადაყვანილ, ნაცემ და დაშავებული ახალგაზრდების დაპირისპრებას?
ასე გვპასუხობს:
_დიახ კინკლაობას ვეძახით, მუშტი მოუქნიეს ერთმანეთს
ხანჯლით ხომ არ გამოკიდებიან?
ეს ეთნიკური დაპირისპირება რა უბედური მოგონება გაქვთ? ყოველ კვირას ერთად დავდივართ ახმეტის ბაზარში,
ერთად ვთევზაობთ, ჩვენებურ ქალს ცოლად ვატანთ ქისტებს და რაღაზე უნდა დაუპირისირდეთ?
_აბა მაშ რა მოხდა?
_არც არაფერი,ბიჭებმა დალიეს ზევით ალაზანთან, მერე
იქიდან წამოსულებს ჩხუბი მოუვიდათ, ქისტებს არ უყვართ ქართველეი ნასვამბი, რომ დადიან
პანკისში, ამათი ჩხუბი კიდევ ცნობილია, მანამდე ურტყავენ ერთმანთს სანამ ძალა და ღონე
აქვთ....მერე რა?! ავიდოდით მეორე დღეს პანკისში,
დავჯდებოდით უფროსი ხალხი შევარიგებდით ერთანეთს, ერთად დავლევდით ჩვენი ძმობის სადღეგრძელოს
და მორჩა.
-რომ ამბობენ ეთნიკური ქისტები დაშავდნენო რაა ჩვენი
თანასოფლელებიც ისევე იყვენენ დაშაებულები, როგორც ისინი, მაგრამ ჩვენს ბიჭებისათვის
არც ჟურნალისტებს მიუქცევით ყურადღება და არც პოლიცია მილიციას! ამიტომაა, ქისტებმა
იცინ, რომ სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მათ, იუსტიციის მინისტრი,პანკისში,
რომ ავიდა აგე მატანი არ გაიარა? გაეჩერებინა იმ დალოცვილს და ვენახეთ! ეკითხა: რა გიჭირთ, რა გილხინთო? მასე
ჩვენთანაც, რომ იაროს ყველა მინისტრმა აბა მატლებეს რა უჭირთო, ჩვენც აგვივარდება თავში,
და ჩვენს სოფლზე გამვლელს ჩვენც დაუწყებთ ცემას.
მოკლედ მატანს თავისი განსაკუთრეული ხასიათი აქვს,ქაქაუცა
ჩოლოყაშვილის სოფელი ძალიან განაწყენებულია ხელისუფლებაზე და თვლიან, რომ წახალისება
მარტო ის არაა ქისტს უთხრა მიდი და რაც გინდა ის აკეთვო, წახალისება ისიცაა, “ჩვენ 7000კაციან სოფელს გვერძე, რომ აუვლი,ზემოთ
პანკისში ახვალ იქ იუსტიციის სახლის მშენებლობას დაპირდები და აქეთ ჩამოვლილი არც კი
იკითხავ ამხელა სოფელს რატომ აქვს კლუბი, ადგილობრივი თვითმართვეობის შენობა ,საბავშო
ბაღი და სკოლა დანგრეულიო? მაგრამ ეს ბედი
გავქვს მატნელებს, ჩვენ ქვეყნისათვის ვართ ქვეყანა კიდე ეშმაკებისათვის. თორე ვენაცვალეთ
ქისტებს მათთან გასაყოფი არაფერიც არა გვაქვს, დავლევთ ვიჩხუბებთ და ჩვენ თვითონ მოვრიგდებით
მინიტრისა და პრეზიდენტის გარეშეც!!!
ასე რომ,დღეს კონფლიქტი ამოწურულია, და როგორც ქისტბი
და ქართველები ამბობენ არც ისეთი არაფერი არ ყოფილა რაც აქამდე არ მომხდარა, ერთმა
ქისტმა დამაბარა,ასე მითხრა ეს დაწერეო:
„აქეთ სირბილს სჯობია მაქეთ მიხედოთ საქმეს, თქვენ მანდ
საქმე გააკეთეთ და ჩვენ კი ერთად გიდღეგრძლებთ
ქვეყანასო!!!“
P.S. ალბათ
სუბიექტური ვიქნები თუ ვიტყვი, ქისტებსა და მატნელებს ერთნაირი ხაიათი და ზნე უბოძა ღმერთმა,
როგორც როგორც პლიუსი და მინუსი ისე , არა თუ
განიზიდავენ არამედ პირიქით შესისხლხორცებული ერთი კუთხის შვილებივით არიან, და მათი ჩხუბი ერთ
ქართულ ანდაზასა ჰგავს „ცოლ ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო!!“
Comments
Post a Comment