იმედის ხმა



    მეც მასე დამემართა...
გავიყინე და დავრჩი 2007 წლის აპრილში...
ეს იმდენად ბუნებრივად ხდება, რომ ვერ ხვდები. პაემანზე მოსული გაზრდილი და უკვე სხვანაირად მოაზროვნე შვილები მახენებდნენ, რომ ცხოვრება თურმე გრძელდება...
მარიამი და ვანო მოვიდნენ გუშინ, ვანოს ხელში იების დიდი კონა ეჭირა, 3 მარტი მომილოცა. მერე კალთაში მეჯდა და თავის პატარა თათს სახეზე მითათუნებდა. მარიმ თმებში ხელი მომკიდა და ამიბურძგლა... ვენატრები, ჩუმათ ვუთხარი ჩემს თავს, ანუ ისევ ვახსოვარ არ მივიწეყბენ... იმ ღამეს არ მეძინა, გამთენიისას მარიამის ნაჩუქარი თოჯინა ჩავიხუტე და როგორც იქნა დამეძინა... დილით სახლში დავრეკე და მარიმ მითხრა:
-წუხელ სიზმარში გნახე, შენი ოთახი ძალიან ბნელი იყო, მე მოვფრინდი, ვხედავდი ჩემს თოჯინას როგორ ეფერებოდი თმებზე და „შენს მაცაცოს“ ეძახდი, დედა მე გეძახდი, რომ იქ ვიყავი და შენ კიდევ არ გესმოდა...  ღმერთმა რა უცნაური რამ მოიგონა სიზმარი არა?
 არ ვიცოდი რა მეპაუხა. თვალებიდან ღაპა ღუპით მომდიოდა ცრემლები, ვტიროდი და ისევ ჩემთვის ვაბობდი მადლობთ უფალო კაცთა მოდგმას, რომ მიეცი სიზმრის უფლება. ალბათ სიზმარი პატიმრისათვის არის შექმნილი, რათა არ დაავიწყოს, რომ ის ახსოვთ და სადღაც იმ ბნელ ოთახაშიც არსებობს...
პატიმარს ყველზე მეტად სასწაულების სჯერა-ამბობდ ნაოდარ დუმბაძე, მეც ხომ ერთი რიგითი პატიმერი ვიყავი?
 ხო და მჯეროდა ,მჯროდა და ისე, რომ სიზმრებში ვეძებდი სასწაულს..
„აღდგომის დადგომას სადღაც 10 დღე  აკლია,წუხელ სიზმარში დათო ძია ვნახე, როგორც ყოველთვის პატრიოტული ნოტით რაღაცას მელაპარაკებოდა. ბიძაჩემს მხედველობა უჭირს,  მაგრამ მას სხვა უფრო საინტერესო თვალები აქვს, გულის თვალები.
თუ რამეს ვნატრობ ეს წლები მინდა სახლში მისულს ცოცოხლი დამხვდს, ჩავეხუტო და უთხრა:
 _მაპატიე...
  რადიო მისი განუყრელი მეგობარია... პატიმარივით არის.
  ჩვენ რა რას ვუყურებთ? რუსთავი 2 ის ჯეკ ბაუერს ან საზოგადოებრივის ტაში ტუშს?  
ნუგეში? ნუგეში მხოლოდ რადიოდან მოდის.
„ობიექტივი“ ისეთივე პატიამრია როგორც ჩვენ ალბათ...
მაღაზიაში  ჩინური რადიოები შემოიტანეს გასაყიდად, 19 ლარი ღირს, მაგრამ უცებ გათავდა გაიყიდა ყველა. რა სასაცილოა ნეტა გვხედავდეს კოტე ინაშვილი,ერთ საკანში როგორ ვიკრიბებით 15 20 ქალი და ბეტონის იატაკზე ჩაცუცქულები, როგორ ვუსმენთ ოთხის ოც წუთზე გადაცემას მიესალმე პატიმარს. ადამიანებს უკვე ხმაზე ვცნობთ,
- ეს ვოვა არუთინოვის დედაა,
- ეს გედენიიძის ბებია,
- ეს იმ გორელი გოგოს შვილია,  მაღლა მეორე სართულზე რომ ცხოვრობს,
-ვისმა ოჯახმა გადმოგცათ მოკითხვა რაო მოგესალმნენ?-    უცებ კარისკენ ვიყურებით და ზონის უფროსს ვხედავთ, რომელიც თავზე წამოგვდგომია.ყველა გაჩუმდა, შიშის ელვამ ჩაირბინა დაუნახავად საკანში.
- რაო ჯალათების სიას შეემატა კიდე ვინმე?
ყველა დუმს, მე კი ვიქრობ აი არ ასვენებს გამჩენი, მოუბრუნდი და ვუპასუხე:
_-ამ კვირაში არა, იქით კვირაში შემდეგი შენ იქნები....- არ ვიცი რა ჩაილაპარაკა მეგრულად მაგრამ კარგს, რომ არ იტყოდა ვიცოდი, და მეც კახელმა ხურდა არ დავიტოვე და ხმამაღლა ვთქვი:
-საონჯღორო.._ გაიხურა კარი და გავიდა.
გოგები მკოცნიდნენ, არ ვიცი რა უხაროდათ, მაგრამ გამარჯვებული სახით  მიყურებდნენ. მორჩა კოტეს გადაცემა, მე გამოვედი, გამოსვლისას მომაძახეს, დარჩი რადიო იმედზე ელენე თვდრაძე ყავთ მოწვეული იმასაც ვუსმინოთ.
-არ მინდა, მაგისი დამტვრეული ქართული გულს მირევს
ეზოში ბოდილაი დავწიყე, ტელეფონის რიგი დავიკავე და მოვყევი იმთისა და ამ მთისა.
მაღლა საკნიდან გამაოგნებელი ყვირილი შემომესმა,
_მაკა მოსიაშვილი ამოდი მეოცეში.....
სირბილით გავვარდი, ალბათ კელას ვგავდი, ჩემთვის ვფიქრობდი ალბათ ისევ ზონის უფროსი მივიდა, და რადიო წაართვა.... სულ კბილების კრაჭუნით შევვარდი შიგნით.
ქალები ჩუმათ ისხდენენ, ხმას არ იღებდნენ და რადიოს უსმენდნენ , ხელით მანიშნეს
-ჩუუუ...
ყურში ძალიან, ძალიან ახობელი მშობლიური ხმა მესმოდა, ის არ ლაპარაკობდა ქუხდა,და მისი ეს ქუხილი ზეცას წვდებოდა.  ხმა იყო ტკბილი, თბილი, მზრუნველი და ამაგდარი, ხმა იბრძოდა, იბრძოდა ბოლომდე და არ ჩუმდებოდა, მერე წამყვანმა გაუთიშა  და რესპოდენტ თევდორაძეს ჰკითხა:
-ჩვენმა მსმენელმა, გკითხათ ქალბატონო ელენე, მის ძმის შვილს კაცი არ მოუკლავს, სახლში სამი მცირელოვანი შვილი, ყავს, იგი ქალია და პატიმარია, სასჯელის ნახევარზე მეტი მოხდილი აქვს და რატომ არ ეხება შეწყალება?
ელენემ ისეთი სულელური კთხვა დააბრუნა კითხვაზე რომ სიცილი დავიწყეთ,
„ნეტა ეთქვა ვინაა მსმენელი თავად, ან მისი ძმის შვილის გვარი და სახელი დაესახელებინა, ზეირად ლაპარაკი ძალიან მიჭირს!“
და სულ ერთ წუთში ისევ დარეკეს პირდაირ ეთერში, ისევ ის ხმა იყო,
ხმა იმედია,
ხმა სიამაყისა,
 ხმა „ფოლადსა“
-მე გახლავართ დავით მოსიაშვილი, 72 წლის და ჩემი ძმიშვილია მაკა მოსიაშვილია აბა იქნებ ამიხსნათ ახლა, ზეპირად ნუღარ იტყვით უკვე გითხარით ვინცა ვართ!
აი ახდა ჩემი სიზმარი, ბიძა მიცავდა, მიცავდა და იბრძოდა,
იბრძოდა ისე როგორც კაკასიონზე მიჯაჭვული ამირანი ილტვის განსათავისუფლებლად....
ზონაზე უკვე ყველა საკანში იცდნენ, რომ მე ბიძა მყავდა....
და აი ასე გრძელდებოდა ყოველ დღე, იგი რეკავდა ყველა ეთერში და ყველაგან ითხოვდა პასუხს..
პასუხი არ იყო,
მაგრამ იყო ხმა რომელიც მე ძალას მაძლევდა...
ალბათ კავკასიონზე მიჯაჭვულ ამირანს ეს სულისკვეთება, რომ ჰქონოდა რადიოთი ბიძისგან, ერთი ამოსუნთქვით მოჰგლჯავდა კავკასიონის ქედს და ბრმად ქცეული ხატების სანახავად გამოიქცეოდა
ზონაზე ყვლამ იცის ბიძაჩემს დათო ჰქვია, და არავის და არაფრის  არ ეშინია, რასაც უნდა იმას რეკავს და იტყვის პირდაპირ ეთერში... ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ  კაცი არ შეუშინდა ჯალათებს და როცა ახალგაზრდებს ეთერში დარეკვის ეშინიათ.
მერე დაურკე და ვუთხარი:
-მომეცი პირობა, რომ ცოცხალი დამხვდბი!
მომცა პირობა და თან დასძინა
-  განა უძლურიც ვარ? მაგ ჩინეთის კედელს გავარღვევ და რაც მანდ ხდება ყველაფერს  გავიგებ.
-უკვე გაარღვიე ჩინური კდელი შენ, უკვე შესძელი შეუძლებელი, მადლობა რომ დარეკე!
-ეს მოვალეობაა, შენ ჩემი ძმიშვილი ხარ და არ დაგავიწდეს ვისი გორისა ხარ შვილო!

p.s.
და რა იყო უცნაური ამ დარეკვებში?
იმედი და შიშის დაძლევა!
რას მსახურობდა ობიექტივის „მიესალმე პატიმარს?“
მარტოობას ამარცხებდა!
რას ვითხოვდით გარედან ყველაზე მეტად  და  რას ვერ ვიღებდით?
თანაგრძნობა არ გვინდოდა, უბრალოდ გვინდოდა, რომ მეხსიერებიდან არ ამოვეშალეთ ჩვენებს!
და რატომ აღარ მჯერა განთავისუფლებულს უკვე სიზმრების?
სიზმარი ციხისააა,მე კი ციხეში აღარ დავბრუნდები....
ყველა სიზმარი ციხეს დაუტოვე  საჩუქრად!

  მაკა მოსიაშვილი

Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში