ზვიადაურის იპონი ახმეტის საკრებულოში

          ახმეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს -  არჩევნებამდე ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრი და დღეს უკვე „პორტიებული“ დავით იმერლიშვილი.
      მოკლედ,  ამჯერად კრება დარჩა მართლა მხიარული და სხდომაზე საკრებულოს თავმჯომარე ზაქარია ქინქლაძე გადაირჩიეს..
       როგორც ახმეტაში ხუმრობენ დაისვენა ზაქრომ და დაისვენა ზვიადაურმაც, თუმცა როდემდე იქნება დასვენებული ნათელა ექვთიმიშვილი არავინ იცის, რადგან ეს ის ქალბატონია,  რომელმაც თავის დროზე თავად შესთავაზა საკრებულოს ზაქარია ქინქლაძის კანდიდატურა და თავისსავე  თანაგუნდელ წინა  თავმჯდომარეს განუდგა. დღეს  ნათელა უკვე სხვა პოზიციაზეა, ის უკვე  „ მესამედ დაპორტირდა“ და  ამჯერად ქინქლაძესაც  განუდგა...
        ხუმრობა იქით იყოს და ბოლო ერთი თვის მანძილზე ახმეტელმა  დეპუტატებმა  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოც და იქ გამართული სხდომებიც „საქულას დუქანს“  დაამსგავსეს...
         უკვე გადარჩეულმა ზაქარია ქინქლაძემ სოციალური ქსელით ბიძინა ივანიშვილის მისამართით მიმართვა გაავრცელა“
ბატონო ბიძინა,
პოლიტიკაში მოხვედით, გამიხარდა და დამსაჯეს..:))
პოლიტიკიდან წასვლაზე დღეს განაცხადეთ და ისევ მე დამსაჯეს...
ორივე შემთხვევაში ნაცებმა გამწეწეს...
ვაა ბნელა
?... “
          მოკლედ,  ახმეტა „სიბნელემ მოიცვა და ნათება დაადგა შარავანდედად უკვე გადახალისებულ საკრებულოს.“  ამას კი თავად ზაქარია ქინქლაძის „ქართულ სიტყვასთან გაკეთებული კომენტარებიც ცხადყოფს:
        -ჩემი ზვიადაურთან დაპირიპირება დამთავრდა იმპიჩმენტით.!.. თუ რა იყო ამ დაპირისპირების მიზეზი,  მოგახსენებთ, ზვიადაურთან დაპირისპირება მე არ მქონია.. ის თვითონ დამიპირისპირდა უმიზეზოდ,  როცა მან საკონკურსო კომისიის არჩევის წინ ზეწოლა განახორცელა დეპუტატებზე,  რო მე არ ავერჩიე.. აქედან დაიწყო აშკარა დაპირისპირება და  ასევე ზეწოლის განხორციელება დაიწყო დეპუტატებზე, რომ ისინი დამპირისპირებოდნენ მე... მერე აშკარად დაიწყო დაპირისპირება უკვე,  როცა ბაიდაურის საკითხი არ შევიტანე საკრებულოზე დასამტკიცებლად,  რადგან სს საქმე იყო აღძრული (საჯარო მსახურის კანონის თანახმად ძიების ქვეშ მყოფი პირის დანიშვნა საჯარო სამსახურში არ შეიძლება). მიუხედავად ამისა საკრებულოზე არ დავაყენე საკითხი ბაიდაურის გამგებლობიდან გათავისუფდების შესახებ (არადა სრული უფლება მქონდა, რადგან ის მყოფებოდა პერსონალური დანაშაულის მიერ გამოძიების ქვეშ მყოფი).  ბაიდაურის ყალბმა პასპორტმა საკრებულოსა და ჩემს შორი არ წარმოშვა განსაკუთრებული კონფლიქტი. როდესაც მე არ შევიტანე დასამტკიცებლად ბაიდაური,  მაშინ საკრებულო მთხოვდა, რომ   ბაიდაურზე უნდობლობის საკითხიც დამეყენებინა და საერთოდ გაგვეშვა თანამდებობიდან,  მაგრამ მე ვთხოვე რომ ეს იქნებოდა უფრო უხეში ფორმა და არ იქნებოდა კარგიდროებით დავტოვეთ თანამდებობაზე,  რადგან ბაიდაური თვითონ აპირებდა პირადი განცხადებით წასვლას.. ასე ომ,  ჩემსა და საკრებულოს შორის მისი გადაყენების საკითხზე განსაკუთრებული დაძაბულობა არ მომხდარა.. პირიქით შევარჩიეთ უფრო ლოიალური მეთოდი...
    -როგორ გააგრძელებთ თქვენს მოღვაწეობას, აპირებთ კვლავ პოლიტიკაში დარჩენას?
        -ხვალიდან მე  გავაგრძელებ ჩემს სადეპუტატო მოღვაწეობას საკრებულოში და ვიქნები რიგითი დეპუტატი,  როგორ ვიყავი ორი წელი - 1 წინააღმდეგი 24-ისა... მერე კი ადგილობრივ არჩევნებში თუ ძალიან ასაკიანად არ ჩავთვალე თავი,  აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას... ყოველ შემთხვევაში ვეცდები კარგი ახალგაზრდები მოვამზადო ახალი არჩევნების კონკურენციის გასაზრდელად..
    რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი ახსნა განმარტების გარეშე გადაიჩიეს, ბნელა თუ ნათელია,  ამას მომავალი გვიჩვენებს.....
სტუდენტი გიორგი აბულაძე რომელიც უშუალოდ აკვიდება განვითარებულ მოვლენებს ამ  საკითხთან დაკავშირებით  ასეთ დასკვნას აკეთებს:
2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკრებულოს წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა მაშინდელი მმართველი პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები იყვნენ, ოპოზიცია ერთი-ორი წევრით იყო წარმოდგენილი. გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებამ გამოიწვია მედროვეთა "პორტირება" გამარჯვებული კოალიციის პარტიებში, ბევრგან ყოფილი ოპოზიციონერები ხელმძღვანელ თანამდებობებზე აირჩიეს. ამჟამად მიმდინარეობს რევანშის პროცესი, როდესაც ფერშეცვლილი "ნაციონალები" კვლავ იბრუნებენ მართვის სადავეებს და ზაქარია ქინქლაძისნაირ პრინციპულ და მათთან გარიგებაში არშესულ ადამიანებს იცილებენ. ამდენად, მუნიციპალიტეტებში არც საკრებულოს პერსონალური შემადგენლობა შეცვლილა და ვერც ხალხმა იგრძნო რაიმე ცვლილება უკეთესობისაკენ...
      ახმეტაში ამბობენ,  რომ რაიონი ზვადაურის „საყაენოს“ დაემსგავსა და როდემდე გაგრძელდება  ფარული ტერორი არავის იცის, თუმცა ფაქტია, რომ  ოცნების წევრი ზვიადაურის და რესპუბლიკელი ზაქარია ქინქლაძის ეს ბრძოლა ძიუდოისტმა „იპონით“ მოუგო ქინლაძეს, ომი კი გრძელდება... ბიძინა მიდის, თუმცა რესპუბლიკური პარტია  არსად აპირებს წასვლას, რაც ცხადყოფს რომ ქინქლაძეს კიდევ ბევრჯერ ვნახავთ პოლიტიკურ არენაზე.
 მაკა მოსაშვილი



Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში