თავისუფლება იქ მოდის სადაც მას გიზღუდავენ, მთავარია შეიგრძნო და დატკბე

ბნელ ლაბირინთებში გიპოვე, აღმოგაჩინე, შეგიცანი და ვერ დაგინახე, ისე როგორც ფიზიკურად ბრმამ, შეგქმენი, ჩემს წარმოსახვაში დაგხატე,და მოგეფერრე.
მოგეფერე? როგორც მხატვარი ეფერება ტილოზე დახატულ თავის მუზას...
როგორც მოხუცი იხსენებს თავისი ბავშობის სიცელქეს...
და მაინც!
რა შორს ხარ და როგორი ახლოს ჩემს სულთან!
უცნაური საუბრები ათასისათვის უინტერესო, ჩემთვის კი სულის გადამრჩენელი.
გამომცვალე?–არა ადამიანები ხომ არასოდეს არ იცვლლებიან, უბრალოდ გამახსენდა როგორი ვარ სინამდვილეში.
ობმოკიდებული პურივით ვიყავი დამალული და მივიწყებული. ძმრად გადაქცეულ ღვინოს ჰგავდა დღეები ჩემი...
და უცებ... 
როგორც ახალი მაჭარი, დადუღებამდე მისული ღვინო ისე მაქციე...
მადლიერი ვარ არა იმიტომ რომ შემქმენი და აღმომაჩინე, არამედ, საკუთარი თავი მაპოვნინე..
არისტოტელე გამახსენდა: ადამიანს სამი ხასიათი აქვს, ერთი როგორიც სხვებსა ჰგონიათ, მეორე როგორიც თავად ჰგონია , სინამდვილეში კი მესმე როგორიც არის!
ალბათ კავკასიონზე მიჯაჭვულ ამირანს ეს სულისკვეთება რომ ეგრძნო, მთელს კავკასიონს მოჰგლეჯდა და ისე გამოიქცეოდა ,ბრმად შექმნილი ხატების სანახავად...
თუმცა მე არც ამირანი ვარ და არც პრომეთე, მე ერთი სუსტი სქესი  ვარ, რომელიც ცხოვრებამ დიდი განსაცდელების წინაშე დააყენა, გამოჯეკა და გამოწრთო...
     და მაინც რა შორს ხარ და რა ახლოს, ჩემო თავისუფლებავ!
                                                                                        2011 წელი 8 აგვისტო

Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში