ახმეტა რეკორდსმენი

          ახმეტის საკრებულომ უკანასკნელ დღეებში პრაქტიკულად რეკორდი მოხსნა! დეპუტატების მიერ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის  ოთხჯერ მოთხოვნა ბევრ კითხვას აჩენს!  ზაქარია ქინქლაძე კი კვლავაც მის მიერ დაკავებულ პოსტს ინარჩუნებს. რა ხდება ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოში? რატომ ითხოვენ საკრებულოს დეპუტატები  თავმჯდომარის იმპიჩმენტს სხდომის დაწყებამდე და რატომ იცვლიან აზრს სხდომის დაწყებისას?
          გავრცელებული ხმებით ზაქარია ქინქლაძესა და ზურაბ  ზვიადაურს შორის დიდი ხანია  დაპირისპირებაა,  საკრებულოს დეპუტატები კი დიდ გაურკეველობაში არიან, რადგან ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით  შესულმა დეპუტატებმა  აღარ იციან ვის უნდა დუჭირონ  მხარი,  რესპუბლიკელ ზაქარია ქინქლაძეს თუ ქართული ოცნების წევრ ზურაბ ზვაიდაურს.
           მოდით, მივყვეთ მოვლენებს:
           22  აგვისტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კანცელარიაში საკრებულოს 12 წევრის მიერ ხელმოწერული განცხადება შევიდა, რომლითაც ისინი საკრებულოს თავმჯდომარია, ზაქარია ქინქლაძის გადაყენებას ითხოვდნენ.  პარადოქსია, მაგრა ფაქტია, რომ  დეპუტატები არავითარ მიზეზს არ ასახელებდნენ და არც  საკითხის განხილვას აპირებდნენ. მათი მოთხოვნა იყო ცალსახა და უპირობო - საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი!
            კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად „კრება დარჩა მხიარული“ და სხდომაზე ქინქლაძის გადადგომას მხარი საკრებულოს მხოლოდ  2 წევრმა დაუჭირა!
         23 აგვისტოს საკრებულოს კანცელარიაში ახალი განცხადება შევიდა,  სადაც უკვე  საკრებულოს 14 წევრი ითხოვდა  ქინქლაძის გადაყენებას...
           სხდომაზე დეპუტატებმა ისევ ვერ მოიყვანეს განაჩენი სისრულეში და ყველაფერი ძველებურად დარჩა...
           ახმეტელი დეპუტატების ყოყმანი საქილიკო თემად იქცა არა მხოლოდ  ადგილობრივებისთვის,  არამედ მთელი საქართველოსთვისაც, თუმცა ყველაზე უცნაური ფაქტი 26 აგვისტოს მოხდა, როდესაც საკრებულოს წევრებმა კიდევ ერთხელ დაწერეს განცხადება ქინქლაძის გადაყენების მოთხოვნით და კანცელარიაში შეიტანეს (განცხადება კანცელარიაში ამჯერად „ქართული  ოცნების“ ახმეტის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მამუკა ხოლეგაშვილმა შეიტანა), მერე ცოტა ხანი კიდევ  „იფიქრეს“, „იმსჯელეს“, „ყველაფერი აწონ-დაწონეს“ და ქინქლაძის გადაყენება როგორც ჩანს დროებით ისევ  გადაიფიქრეს. შესაბამისად განცხადებაც უკან გაიტანეს...   ამ დროისათვის საკრებულოს კანცელარიაში შესულია კიდევ ერთი, „ცხელ-ცხელი“ განცხადება, რომელშიც წერია, რომ საკრებულოს წევრები 2 სექტებმერს რიგგარეშე სხდომის მოწვევას და ქინქლაძის გადაყენებას ითხოვენ.  
           „ქართული სიტყვა“  სტუდენტ გიორგი აბულაძეს გაესაუბრა, რომელიც უშუალოდ აკვირდება საკრებულოში მიმდინარე პროცესებს.
           “ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაქარია ქინქლაძეს არ სურს, რომ ხელი გაისვაროს ზვიადაურის კლანის წევრის ახმეტის გამგებლად დამტკიცებაში, რომელზეც ყალბი პირადობის მოწმობის დამზადებაგამოყენების ფაქტზე სსკის 362– მუხლის პირველი ნაწილით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. 2012 წლის გაზაფხულიდანქართული ოცნებისშტაბის უფროსად დანიშნული ქინქლაძე მაჟორიტარობის უალტერნატივო კანდიდატად მოიაზრებოდა. გელა ხვედელიძესთან შეხვედრის შემდეგ ახმეტაში დაბრუნებულს, პროვოკაცია მოუწყეს და პატიმრობა მიუსაჯეს სწორედ იმ დროს, როცა კოალიციაში კანდიდატების შერჩევის პროცესი დასასრულს უახლოვდებოდა. მას შემდეგ, რაც საზოგადოებისათვის ცნობილი გახდაოცნებისრეგიონული სამსახურის მაშინდელი უფროსისა და შსს მაღალჩინოსანთა მეგობრული კავშირები, ძნელი აღარაა იმის ეჭვი, თუ ვისი თხოვნით მოაწყო კუდმაავტოსადგომის სპეცოპერაცია“. უკანდიდატოდ დარჩენილმა კოალიციამნაციონალებისყოფილი ფავორიტი, ოლიმპიური ჩემპიონი ზვიადაური იპოვა, ხოლო მის გადეპუტატებაში ლომის წვლილი შეიტანა ციხიდან გამოსულმა ზაქარია ქინქლაძემ, რომელმაც თავისი ოპოზიციური წარსულითა და ზვიადაურის გვერდში დადგომითოცნებისკანდიდატის მიმართ ამომრჩევლის ყოველგვარი ეჭვი გაფანტა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახმეტის საკრებულოს შემადგენლობიდან ერთადერთი ოპოზიციონერიზაქარია ქინქლაძე აირჩიეს თავმჯდომარედ, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ბიუროში არაერთხელ დაიბარეს საკრებულოს წევრები და თავმჯდომარის თანამდებობიდან ზაქარია ქინქლაძის გადაყენება მოსთხოვეს. პოლიციის მაღალჩინოსნის დახმარებით ზვიადაურმა ისინი ისე დააშინა, რომ ტელეკამერების წინ, სირცხვილით, თვალებზე ხელს იფარებენ და იმით იმართლებენ თავს, რომ ეს ყველაფერიპრემიერთან შეთანხმებულია“. საკრებულოს თხუთმეტმა წევრმა თავისი მონური ფსიქოლოგია განცხადებაზე ხელისმოწერით დაადასტურა, რომელშიც თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვენ, მიზეზს კი ვერ ასახელებენ. ჯერ საკრებულოს სხდომის ჩატარებას და ქინქლაძის იმპიჩმენტს 30 აგვისტოს ითხოვდნენ, შემდეგ სასწრაფოდ დღეისათვის, ახლა კი უცებ გაიწვიეს უკან თავისივე განცხადება. როგორც ჩანს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სახალხო დამცველის აპარატი დაინტერესდა ახმეტის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებით, საკრებულოს წევრებზე ზემოქმედების ფაქტებმა მიიპყრო პრესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღებაც.
თუ მედიაში და სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ეს არის ცენტრალური ხელისუფლების უხეში ჩარევა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში, რაც აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციით. სამწუხაროა, რომ ამას აკეთებს საკანონმდებლო ორგანოს წევრი, რომელიც კონსტიტუციის დაცვის სადარაჯოზე უნდა იდგეს.”- აცხადებს აბულაძე.
              ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს ზვიადაური.  თავად საკრებულოს თავმჯდომარე,  ზაქარია ქინქლაძე კი სოციალური ქსელიდან იუწყება:
ბოლოში ვიტყვი, სულ ბოლოში ვიტყვი თუ აქამდე საკითხები როგორ ვითარდებოდა და ვინ როგორი მართალია.. ჯერ ვაკვირდები,  რას გააკეთებენ და ბოლოს როგორ მომექცევიან ჩემი კოლეგები... მე მინდა გავუგო მათ: იქნება არა აქვთ შინაგანი ძალა და არ შეუძლითა თავისუფლები იყვნენ... მაგრამ ვინ რა ხალისით ჩაიდენს დამონებას მაგასაც შევაფასებ და დაწვრილებით მოგიყვებით ვინ რა მეთოდებით ახერხებს თავისი ღირსების შენარჩუნებას ან მონობაში თვითკმაყოფილებას...
                                                                                                   მაკა მოსიაშვილი


Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში