დღეს უკვე მეცინება ქალთა ზონის სიხარულზე, მაგრამ არ შემიძლია იმ ემოციაზე
არ დავწერო......
შაშკინი ისე სძულდა ასობით ქალ პატიმარს, რომ წყევლაც
კი მოიგონეს,
არ აგცდეს შაშკინიო.... კრიტში გავიგეთ, რომ შაშკინი მოხსნეს. უფრო სწორად
მის სავარძელს პროფილი შეუცვალეს,და სხვა სამინისტროს მესაჭედ დანიშნეს, ჩვენი სამინისტრო
კი რატომღაც პრეზიდენტმა მანდილოსანს ჩააბარა.
ხათუნა კალმახელიძე!
ისე გაგვიხარდა ისეე, რომ ჩავთვალეთ აი ქალი მოვიდა
მოგვისმენს და პატრონიც გვეყოლებაო .რა ვიციოდით,
რომ დიდი ჯიქთა ხათუმი იქნებოდა და ზედ არ
შემოგვხედავდა მალე.....
თურმე სად „ბანაობ„ .........
2010 წლის 20 აპრილი იყო.ეკა ბესელიამ არასამთავრობო
ორგანიზაცია შექმნა პატიმართა მხარდასაჭერი, დაურეკე და ვუთხარი შიმშილობას ვიწყებ
მინისტრთან მინდა შეხვედრა უკვე გაუსაძლისი მდგომარეობაა და აუცილებლად უნდა მოომისმინოსთქო....
მეორე დღეს ბესელიამ ბრიფინგი ჩაატარა და მიმართვა გაავრცელა,
მე კი დირექტორს განცხადება გადაუგზავნე, რომ შიმშილობას ვიწყებდი და იზოლირებული ფართი
მოვითხოვე რათა კითხვები არ გაჩენილიყო, მართლა შიმშილობს მსჯავრდებული თუ თავს გვასაწყლებსო
( ეს ერთ ერთი მიდგომაა ციხის)
„კრიტის“ დირექტორი ახალგაზრდა ბიჭი იყო, ჩემზე 9 თვით
დიდი
როცა რამეზე ვესაუბრებოდით, ან ვეკითხებოდით ,მარტო
იცინოდა......
იცინოდა და იცინო....
თუმცა ეს უაზრო ღიმილი მისი ტანადაობას სულაც არ შეეფერებოდა....მაღალი
ერთობ კარგი შესახედაობის მამაკაცს, ზონამ რა თქმა უნდა მეტ სახელი შეარქვა:
კნიაზ-დავით
საცერაძე!
აი ამ ჩვენმა
კნიაზმა ჯერ გულდასმით წაიკითხა ჩემი განცხადება,
მერე კანონით გათვალისწინებული გასაუბრება მომიწყო, ბოლოს სადღაც ზევით დარეკა და მითხრა,
რომ საღამოსათვის დაკეტვის მერე იზოლირებულ ფართს გამომიყოფდა.
უკვე 6 საათი სრულდებოდა, საკნებს მალე დაკეტავდნენ,
სმენის უფროსს ვუთხარი იზოლირებულ ფართს ველითქო...... გაიკვირვა „ ვაი არ
ვიცო, დირექტორიც რეჟიმის უფროსთან ერთად საქეიფოდ წავიდა და დილამდე არ დაბრუნდებაო.....“
არ ვიცი თავში საიდან მომივიდა ეს აზრი, სირბილით ავედი
მესამე სართულზე ჩემი ლეიბი ავკეცე და ეზოში
ჩამოვიტანე გავშალე და დავჯქი.
ოფიცრები მეკითხებიან:
- რას აკეტებ?
მე მშივდად
ვპასუხობ
- ველოდები დირექტორს ქეიფს რომ მორჩება მერე მაინც ხომ მომცემს იზოლირებულ ადგილს.... აი
მანმდე კი მე თვითონ ვიქნები აზოლირებული და ეზოში ვიშიმშილებ...... (რატომ არ მეშინოდა ამის
პასუხი დღემდე არ მაქვს, პრაქტიკულად მე შინაგანაწესს ვარღვევდი, დირექტორი კი მოშიმშილის
უფლებას!)
მოკლედ კნიზმა სუფრა არ მიატოვა ღამის 11 საათამდე!
მე კიდე ეზო!
წვიმდა და მოადგილე მეცოდებოდა, მეხვეწებოდა შედი საკანში
და ხვალ რამეს გადავწყვეტთო....... 11 საათზე
როცა უკვე წვიმა შხაპუნით წამოვიდა
ჩემი მეგობრები გამოიყვანეს საკნებიდან, და მათი თხოვნის საფუძველზე დავბრუნდი საკანსი. დილით ეზოში მობრძანებულ კნიზ საცერაძეს ვუთხარი:
_ბატონო დავით! თქვენ ჩემზე მხოლოდ 9 თვით ხართ დიდი, თუმცა სამწუხარიოდ
ინტელექტით უფრო პატარა! ასე რომ ხომ არ სჯობია პატიმრობის კანონზე და შიმშილობის დებულებაზე
ჩემთან გაიაროთ ტრენინგები , და მერე იქეიფოთ
სადემე სწავლის აღსანისნავად!!!
დღეს ისე მეცოდება დათო რომ ვერ ავხსნი....... დაბნეულმა კაცმა არ იცოდა რა
გაეკეთებინა, სამინისტორდან რომელ სამინისტროსაც კალმახელიძე კურირებდა არაოფიციალური
ბრძანება ქონდა მიმიღებული, მოსიაშვილის გააწვალეთ და აჩვენეთ როგორია შიმშილობა,
დიახ, დილით 1979 წელს აშენებულ
„სადამსჯელო საკანსი“ გამომიძებნეს იზოლირებული ფართი, მოტივით, რომ ცარიელი
საკნები არ ჰქონდათ!
კარცერის საკანში მე და სამი თაგვი ვცხოვრობდით, ნარზე
წამომჯდარი ვუყურებდი როგორ ჩხუბობდნენ ორი წრუწუნა მესამეს გულის მოსაგებად, საკანში
უკანასკკნელი 29 წლის ლანდები დაბორილაობდნენ, კედლებზე ისტორილ ეპითტებად დაწერილი
ამბები მაუწყყებდნენ ვის უცხოვრია აქ
სიმონას, საშას,
მიშკას, ნუგზარს...და რა ჩამოთვლის, კედელზე ამოფხაჭნული ტექსტების უმრავლესობა ოჯახის
ნოსტალგიას ასახავდა,
“მენატრები
ნათელა! “
“დღს ზაქროს
დაბადების დღეა 4 წლის გახდა!“
“და ვინ არის შენი ერთგული მეგობარი ციხეში? კედელი
ნარი და ბალიში..მხოლოდ მათ იცინ ყველაფერი შენზე...... “
და მე როცა სადამსჯელო მიწურის საკანში ვშიმშილობდი,
კალმახელიძე დაწესებულებას ეწვია, ზონის ეზოში კარი შეაღო,600 მოფუსფუსე ქალი დაინახა,
კარი მიაჯახუნა და სირბილით უკან წავიდა.
ასე, რომ მოშიმშილე
არც კი უნახავს.
მაშინ დეპარტამენტში სოციალური სამსახურის უფროსი ვლადიმერრ
გვასალია იყო. ის იყო ერთადერთი ადამიანია, რომელიც მახსოვს რომ ყურადღებით ყველასგან
გამოირჩეოდა.
აი მან მნახა.......
მომისმინა და სიტყვა მომცა, რომ ზონას ტელეევიზორიც ექნებოდა, რადიოც, “პლასტმასისი
ტაშტების“ შემოტანის ნებართვაც, კერამიკული ჭიქებიც, ამანათს, მოხარშულ ქათამს დაუმატებდა,“პლასტმასის“
კოვზებს და ჩანგლებს მაღაზია გაყიიდდა, მაღაზიაში
კვირის პალიტრა და ჟურნალები გაიყიდებოდა ( სხვა პრესას ვერ შემპირდა), ამანათს ხაჭოს
დაუმატებდნენ, და წიგნს გამოსცემდნენ, გისოსებს
მიღმა სამყარო სადაც პატიმართა შემოქმედება დაიბეჭდებოდა ცენზურით გავლილი“
პირობა შესრულდა მე შიმშილობა შევწყვიტე, კალმახელიძემ
ყურად იღო, რომ 30 ქალზე გათვლილ საკანში ერთი ცალი “სარეცხის ტაშტი“ არა ჰიგიენურობის
თვალსაჩინო ნიმუში იყო........
თუმცა „უდო“
იგივე ვადაზე არდე განთავისუფლება არ მოხდებოდა, რადგან მიშას ერთი წელი დასჯილი ვყავდით!
2010 წლის
21 მასს კრიტის ცხოვრება დასრულდა,
უკან მარტოსოსვზე დაგვაბრუნეს, ზონას შუაში წითლად შეღებილი კედელი გაავლეს და შექმნეს
ორი დაპირისპირებული მხარე.
ერთ მხარეს მე13 რაიონი დაარქვეს,
მეორე მხარეს კი მორჩილთა საუფლო!
მე მე13 რაიონის
მკვიდრი ვიყავი, პოლიტ პატიმრებსაც მე -13-ე ერგოთ წილად,
არავითარი მაგიდა,
არავითარი სასადილო, არავითარი ჰიგიენა.......
მხოლოდ ბევრი
მობილური და ბევრი ბაკლოსანი.....
ჩხუბი, გარჩევა, წვიმის დროს ნიაღვარი ჭერიდან!
ახალი კანონმდებლობებით
მშობლის უფლებების შეზღუდვა პატიმარი დედისთვის!, ტირილი, მოთქმა და ხმა მღაღადებლისა შინა.......
ეს პროცესი მხოლოდ წლის ბოლომდე გაგრძელდა და აი მაშინ
კი დაიწყო დასასრულის დასაწყისი.
კალმახელიძემ პრეზიდენტს რუსთავში, აშენებული ქალთა ციხე დაათვალიერებინა, ვანო ჯავახიშვილიც
კი ყავდათ დელეგაციაში1 მიშამ რომელიც პიურეს მწვანე ჩანგლით მიირთმევდა ტელეეკრანიდან
ჩანგლის ქნევით, გვითხრა, რომ მალე ევრო სტანდარტებით
აშენებულ ციხეში გადმოგვაბრძანებდა..
დეკემბრის 19 ში ეტაპირება დაიწყო მატროსოვიდან რუსთავისაკენ,
პირველსავე დღეს წამოვედი, ბევრს ეშინოდა.......
იმას არ ერქვა ჩხრეკვა, რაც იქ ხდებოდა.იმას ერქვა პატივისა
და ღირსების შელახვა....
.საკნის ჭუჭრუტანიდან ვხედავდი დეპარტამენტის მაღალ
ჩინოსნები რომელიმე ჩვენთაგანს ხმაურზე როგორ უსწორდებოდნენ მუშტი კრივით .... 30 დეკემბრამდე საკნები არ გახსნეს, გაგა მკურნალიძემ
ა კორპუსი მკაცრი რეჯიმის კორპუსად გამოაცხხადა, და “ ინტრიგანები“ როგორც ისინი უწოდებდნენ
გარკვეულ ჯგუფს ც და დ კორპუსზე გადმოასახლა.
და ვინ იყვნენ ის ინტრიგანები?!
ვისაც შეეძლო განცხადება დაეწერა!
ვინც იცოდა რა ეწერა პატიმრობის კოდექსში!
ვისაც სრულფასოვანი განათლება ჰქოონდა მიღებული!!
ციხე რომელსაც ევროპული სტანდარტები ჰქონდა ჯოჯხეთის
კოშკს ჰგავდა, ბეტონის იატაკი, ნესტით გაჟღენთილი ახლად გაშპაკულილი კედლები, სასადილო ეზოს ბოლოში, პაემანბი მინის თეჯირით,
სატელეფონო ბარათზე მხოლოდ სამი ზარი, მიუვალი გზა და უმისამართი დაწესებულება.....
“ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი!“
მემგონი ეს ბოლო წინადადება შუშანიკიდან სრულიად საკმარისია,
იმის ასხსნელად სად ვიყავით.....
ხათუნამ ერთადერთხელ ინება მობრძანება!
120 კაცი იცავდა
მგონი შელოცვილიც იყო თვალი არ მეცესო, არასრულწლოვანთა
საკანი დაათვალიერა, ტალანში ჩამწკრივებულ 1200 ქალის კოლიდორში გაიარ გამოიარა,
არავინ ხმა
არ გასცა
ეს იყო მდუმარე პროტესტი!
ეს იყო ზიზღი!
ეს დუმილი იყო პასუხი, რომ იგი არარაობაა!
ერთადეთმა
აზერბაიჯანის მოქალაქე ქალმა პატიმარმა უთხრა:
-აი ხათუნა ხანუმ! მადლობა რომ გვიხილე! არ ვჭამთ ჩვენ ხალხს..... ჯეჰენემი!!!
(რაც აზერბაიჯანულად თურმე ნიშნავდა ჯანდაბამდის გზა გქონიაო!!!)
მერე დადიოდა მინისტრი ხან და ხან ......ოღონდ ბიბლიოთეკაში, სულელურ აქტივობებზე!
მხოლოდ მინისტრი, სტუმრები, აუცილებლად კერვალიშვილი, თანამშრომლები და ჰა ჰა 4 პატიმარი!!!!
p.s.
დღეს როგორ ვაფასებ კალმახელიძის მოღვაწეობას?
ის მინისტრთა კაბინეტში ერთი ჩვეულებრივი ჯიქთა ხათუმი
იყო,
რა შეეძლო?_ არც არაფერი. მარტივი კომუნიკაციის უნარებიც
კი არ ჰქოონა მდედრს, რომ მდედრთათვის მოესმინა!
ხან სარვამარტო
კრებული გაუკეთეთ და გაუგზავნეთ!
ხან განცხადებები
ვწერეთ!
ხან მასიურად
დავიწყეთ შიმშილობა!
ხან ინდივიდუალურად!
ხათუნა კალმახელიძე მინისტობისათვის შექმნილი არ იყო,
ის იყო ერთი ჩვეულებრივი მდედრი რომელიც მიინისტრთა კაბინეტს “ასხივებდა“!!!
და მაინც
იცოდა ყველაფერი1
ყველაფერი რაც მის სისტემაში ხდებოდა, თუმცა იყო სუსტი სქესი
და ძლიერი სქესის წარმომადგენელ დეპარტამენტის მაღალ ჩინოსნებს ვერ ჯაბნიდა!
ბოლო წინადაება მთლად სერიოზულად არ აღიქვათ, უბრალოდ
ეს ჩემეული ცინიზმია!!!
მაკა მოსიაშვილი
შემდეგ ნომერში:
დაპატიმრებული
ციური სხეულებია, დავით ჭაკუა და გაგა მკურნალიძე
Comments
Post a Comment