დღიური
დღეს 2010 წლის 19 აპრილია!
ნარზე ვზივარ და წინა წლის 19 აპრილზე ვფიქრობ... ახლა რუსთავის 16 დაწესებულებაში მკაცრი რეჯიმის , იგივე, „კრიტში“ მიწევს სასჯელის მოხდა... ვითომ არაფერი და ჩემი სასჯელის სამმა წელიწადმა გაიარა...
დღეს იუბილარი ვარ, პატიმრობის სამი წელი შემისრულდა!!
რამდენი რამ ვნახე ამ განვლილ სამ წელიწადში... რამდენი ტკივილი და ვაი უბედურება... მგონი ცრემლიც გაშრა, ვეღარ ვტირივარ...შარშან სწორედ ამ დღეს 19 აპრილ გამთენიისას შემოასახლეს 600 ქალი პატიმარი კრიტში...
ბუნტის გამო დასჯილი ქალები!
რა მარაზმია!
ნეტა რას ეძახის მიშა სააკაშვილი ბუნტს?!
ან შაშკინი?!
და მაინც რა მოხდა 2009 წლის 19 აპრილს გამთენისას მატროსოვზე? უკვე განვლილზე, ათასჯერ დაფიქრებულზე, მოსმენილზე, ნანახზე, რამდენი რამის თქმა შემიძლია...
სად იყო ბუნტი?-ეს არ იყო ბუნტი , ეს იყო მოტყუებულ პატიმარ დედების უმნიშვნელო ხმაური...
რომელიც სწორედ სასჯელაღსრულების მინისტრმა აქცია ბუნტად.
ბუნტამდე, რამოდენიმე დღით ადრე, ზონა ბაკლოსანის აბებით აივსო არავინ იცის როგორ შემოვიდა წამლის ამხელა რაოდენობა, ჩაკეტილ დაწესებულებას...
რა არის ბაკლოსანი?-წამალია, რომელსაც სახსრების დაავაებისათვის იყენებენ, მისი დიდი დოზით მიღება კი კაიფს იწვევს, ადამიანები არაადეკვატურები ხდებიან, ენერგიის დიდ მოზღვავებას გრძნობენ და უნდა დაიხარჯონ სადმე... ზონაზე უყვართ ეს წამალი, ამბობენ „სროკს„ გვავიწყებსო...თუმცა რამდენიმე აბის მიღების მერე, იწყება სიკვდილთან ნეტარი თამაშიც!!!
არ ვიცი რატომ, მაგრამ სადღესასწაულო დღეებში, ბაკლოსანი ისე უყვართ ნარკომომხმარებელ პატიმრებს, როგორც კახეთში ვახშამზე უყვართ ღვინის დაჭაშნიკება...
18 აპრილი შაბათი იყო, 19 ში კი აღდგომის ბრწყინვალ დღესასწაული თენდებოდა....
საღამოს 5 საათზე პრეზიდენტმა შეწყალებულთა სიას, ხელი მოაწერა! სულ სამი ქალი შეიწყალა, 800იდან!!
ეს იცით რას ნიშნავს?!
სულიერად განადგურებას!!!
ანუ მიშა ამ დროს ამ გადაწყვეტილებით გზავნილს გიგზავნის!
-მე თქვენი არ მესმის! არც გისმენთ! და არც მაინტერესებს ნანობთ თუ არა თქვენს მიერ ჩადენილ დანაშაულს!
შეწყალებულთა სია, ხმამარლა რუპორით არ გამოუცხადებით! ჩუმად დაუძახეს იმ სამ ქალს და ასე გაპარვით გაიყვანეს ზონიდან!
და მაშინ, ადუღებული ქვაბივით ათუხთუხდა ზონა...
ალბათ ყველაზე ბევრი 10- 12 გოგო იქნებოდა, ვინც ხმამაღლა გამოთქვა სამორიგეოსთან თავისი პროტესტი!
ერთმა ვენები გადაიჭრა, ისტერიკა დაეწყო, მეორემ გამწარებულზე მინა ჩაამტვირია და თვით დაზიანებაც მიიყენა... ასე დაიწყო ხმაური, რომელი ხმაურიც უცხო არ არის, არც ერთი ციხისათვის... ამდროს რეჟიმის ყველა ოფიცერი ვალდებულია, სადამსჯელო საკანში გადაიყვანოს მსჯავრდებული და ამით დაიცვას სხვა 100 ბით მსჯავრდებულის უსფრთხოება. ეს კანონია, რომლის შესრულებაც სწორედაც იმპერატიული მოთხოვნაა!!!
თუმცა იმ დღეს „კარცერში„ არავინ არ წაუყვანიათ, პირიქით იმ ხმაურიანი გოგოების, დაჭრილი ვენების და დასისხლიანებული სამორიგეოს ყურება აიძულეს ასობით ქალს!
ასეთი ოპერატიულად მინისტრის მოსვლა ცხოვრებაში არ მინახია! ისედაც ემოციებით გამძაფრებული, გაუბედურებულ პატიმრებს, შაშკინის ნახვა უფრო აგრესიულს ხდიდა! ბოლოს და ბოლოს ყველა, სახლში აღდგომის გათენებაზე ოცნებობდა და არა მინისტრის ნახვაზე!
ზონის კარი მოულოდნელად გაიღო, შაშკინი, მისი მოადგილე ზარანდია, დეპარტამენტის თავმჯდომარე ჭაკუა და უსფრთხოების თანამშრომლები შემოლაგდნენ!
ქალები გარს შემოეხვივნენ, ყველას თავისი კითხვა ჰქონდა, ყველას თავისი დარდის თქმა უნდოდა,
ბოლოს და ბოლოს ყველა პირველად ხედავდა მინისტრ შაშკინს!!!
დიმიტი ისმენდა, მერე სასდილოსკენ უბიძგა მასას,იქ შევიდეთო...თუმცა ამ არეულ მასას უკვე ვერაფრით ვერ დაამშვიდებდა...
ხელისუფლებამ პატიმარ ქალებს ნერვების ომი გამოუცხადა და გამოიწვია!
ზარანდია, მინისტრის მოადგილე, ერთობ მშვიდი და თვითქოს გაწონასწორებული ადამიანი უცებ ახმაურდა და ხმამღლა დაიწყო ყვირილი
-მოკეტეთ, თორემ, ყველანი აქ ჩალპებით,
ეს იყო პიკი!
ეს იყო ბოლო წევთი!
ეს იყო სულში ჩაფურთხება!
რომლელიღაც პატიმარმა ამ სიტყვებზის გაგონებაზე, ერთ ერთ სამინისტროს წარმომადგენელს უკანალში, გალესისლი თმის შპილკა გაუყარა!
ის რომელიღაცა პატიმარი გამწარებული არ იყო, უბრალოდ დარიგებული იყო და დაკვეთა შეასრულა! მინისტრმა და აფსოლიტურად ყველა თანამშრომელმა ზონა დატოვა... ყველა პატიმრის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა!
ციხე კონტროლიორის გარეშე ისეთივე დანაშაულია, როგორც ციხე ჯალათი კონტროლიორებით სავსე.
ახლა უკვე ერთი წლის მერე ვფიქრობ,რა იყო ჩადებული ამ გადაწყვეტილებაში?ალბათ ის, რომ პატიმრები ერთმანეთს დაერეოდნენ,და ისტორიული„ ბაზალეთის ომი“ თანამედროვე “მატროსოვის ომად“ იქცეოდა.
აი აქ ვერ გათვალეს... პატიმრებს ერთმანეთთან საერთოდ არ უჩხუბიათ, პირიქით,უბრალოდ თავისუფლებას მოწყურებულნი, კონრტოლის გარეშე ცხოვრებას მონატრებულნი ყვიროდნენ!
„სვა ბო და„
„მი შა წა დი„ აი ასე თითქმის 8 საათის მანძილზე 800 ამდე პტიმარი გაშლილ ზონაში ცხოვრობდა კანონის დამცველბის გარეშე...
ღამე ალბათ 2 საათისათვის ზონის ცენტრალური დიდი ჭიშკარი გაიღო! უცნაური მარშით, დუბინკების ფარზე რახუნით, და სასწაული სულის შემძვრელი ღმუილით, ზონის ეზოში სპეცდანიშნულების რაზმი სამ მწკრივად განლაგდა, მერე ალბათ უფროსმა მეთაურმა ხელის მიმართულებით გადაისროლა ჯგუფები სხვადასხვა ტერიტორიაზე!!!
რამოდენიმე წამში ქალთა ზონა ყიზილბაშების ნაომარს ჰგავდა!
ვარდო ბებო, 78 წლის ლოგინიდან, მძინარე წამოდგაგდეს და ღამის პერანგის ამარა წაიყვანეს!
ნონა რომელიც ამ არეულობაში, საკუთარ დედას და დას ეძებდა, თავბრუ დაეხვა და წაბორძიკდა! 2 მეტრიანმა სპეცმა, ფეხებზე ელექტრო შოკი შემოსცხო, ჰაერში აიტაცა და კუდიგორის გზას გაუყენა!
ქეთი რომელიც სპეცებს უყვიროდამ:
-რას შვრებით ქართველები არა ხართო?
_თმით ითრიოეს და წიხლით წაიყვანეს!
ვინც ზორბა ტანის ახალგაზრდა ქალი ნახეს. ხელებზე და ფეხებზე ბორკილები დაადეს!
ნარების ქვეს შემძვრალი მოხუცები და ახლგაზრდა გოგოები, ქოჩრით გამოათრიეს!
სამედიცინო ნაწილში განთავსებული პატიმრები საღამურების ამარა დაამწკრივეს!
ინგას რომელიც თავჩაღუნული იდგა და კანკალებდა, ნიკაპში ხელი მოკიდა ერთმა სპეცმა და სახეზე დააკვირდა, მერე კი თავისი უშველებელი ტორი სახეში ჩაარტყა და თან შეაგინა „რას გევხარ შენი დედა...„
გავგრძელო? მგონი აღარ ღირს ........
მოკლედ ქალთა კოლონიის 600 პატიმარი გაიკირტიტა.აქედან კი რელურად დამნაშავე 10 -12 ქალი იყო, ისინიც მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელით უნდა დასჯილიყვნენ.
არაფერი არ მოხდებოდა შაშკინი, რომ არ მოსულიყო!
არაფერი არ მოხდებოდა ზარანდიას, რომ არ ეთქვა: ყველას ჩაგალპბთო!
არაფერი არ მოხდებოდა იმ პატიმრისათვის, რომ არ დაევალებინათ სპიცის ხმარება!
არაფერი არ მოხდებოდა ბაკლოსანით, რომ არ აევსოთ ზონა1
არაფერი არ მოხდებოდა მიშას 3 ის მაგივრად 8 რომ შეეწყალბინ!
არაფერი არ მოხდებოდა ზონა კონტროლიორის გარეშე, რომ არ დაეტოვებინა!
და რა მოხდა?
ღობეზე ამძრალმა ახტაჯანა გოგოებმა რამოდენიმ დეპუტატს სტაფილო, ვაშლი და კარტოფილი ესროლეს!
ომბუცმენს წყალი დაასხეს,
და იძახდენენ „სვაბოდა“ გვინდა!!!
ბაკლოსანიტ გაჟღენთილებს ძალიან ესმოდათ რას აკეთებდნენ!!!! მას მერე 1 წელი გავიდა მიშა სააკაშვილს არც ერთი ქალი არ შეუწყალებია!
2010 წლი19 აპრილი
P.S.
დღეს როცა უკვე ტავისუფალი ვარვხვდები რომ ქალთა ბუნტი იმ დიდი პოლიტიკის ნაწილი იყო რომელსაც მაშინ ერქვა „საკნების ქალაქი„
2009 წლის 9 აპრილს თბილისი საკნების ქალქად იქცა, მასების ინტრესი დედაქალაქის ცენტრში გამართული მიტინგებისაკენ იყო მიმართული!
სწორედ ამ ამსების ენტერესის მიმართულება უნდა სეცვლილიყო! საინფორმაციო გამოშვებების პირველი ნიუსუ არა თუ საკნების ქალაქიდან უნდა დაწყებულიყო არამედ პირიქით რეალურად არსებული საკნებისაკენ უნდა მობრუნებულიყო ობიქტივი@!
და აი ასეც მოხდა!
არა თუ უბრალო მოქალაქეები, არამედ ოპოზიციური სპექტრი სრულად მობილიზდა მარტოსოვის ციხის კართან! პოლიტიკოსთა გამოჩენა სასჯელაღსრულების კართან უკვე შედეგი იყო ნაციონალური მოძრაობისათვის!
ანუ მისამ ამერიკის ელჩს უთხრა სალომე ზურაბისვილმა ქალტა ციხეში ბუნტი მომიწყოვო
აი მთავარი!
რასაც 37 ქალისათვის სასჯელის დმატება მოჰყვა........ ასობით ქალი კი „გაიკრიტა„
მაკა მოსიაშვილი

Comments
Post a Comment