ორ ფეხა ღორები სვიანაზე !



ჯერ ის მინდა ვთქვა, რომ კახა სუხიტაშვილს ასჯერ მაინც შევპირდი რომ ბუნების დაცვაზე ბლოგს დავწერდი... ხო და ვერ დავწერე და ვერა...
ახლა აუვლი ფეიბუქის კედელს კახას გვერძე შემხვდება სვიანას ფოტოები, სწრაფად მოვაშორებ თვალს , ჩამოვყვები ქვევით, ისვე ჩაუვლი კედელს და ისევ ამ ფოტოებს ვხვდები ... და მოკლედ გარემოს დაცვაზე ვერ ვწერ ბლოგს, მე უბერლოდ ორფეხა ღორებზე შემიძლია წერა!
ნამდვილ ღორებს ბოდიში, რომ მათ სახელს ვიყენებ და ამით შეურაცგყოფთ ცხოველებს!
მაშ ასე მომისმინეთ ადამიანო ღორებო!
რაც არ უნდა სუფთა ჰაერზე იაროთ მაინც ყარხართ! სვიანის რა მდინარემაც არ უნდა გრეცხოთ მაინც აგდით ნაგვის სუნი!

და იცით რატომ? ღორებს, ცხოველ  ღორებს, სუნი გარედან ასდით, თქვენ კი შიგნიდან სულიდან....
კახას სახლში მოხუცი დედა ყავად შარშან იმ დროს როცა მთელ სულს და გულს სვიანას ხეობაში დებდა, არავინ იცის მაშინ კახას როგორ ეჩქარებოდა სახლში,
მაგრამ არ ჩქარობდა მიტომ რომ გარემო უნდოდა შეექმნა, ჩვენთვის ყველასთვის...
სადაც ზაფხულის სიცხეს გავექცეოდით, ავიდოდით, კოხტად მოლამაზებულ სვიანის ხეობაში დავისვენებდით......
 ულამაზესად გაკეთებ გადახურულ ფანჩატურებში მოვკალათდებოდით, მწვადს სახელდახელოდ გაკეთბულ მთის სიპი ქვით, მოპირკეთებულ ორმოში შევწვავდით და არც ქვებს დავძებნიდით ნაკვერჩხლის გარშემო დასალაგებლად
და არც ბევრს ვიწვალებდით ნაგვის გადასაყრელად.
რადგან ნაგვის სამი ურნა დადგა, და ნიშნეულად ფერებით განსხვავებულ ყუთებში მოგვიწვედა ნარჩენების გადანაწილება,
 არ დავანაგვიანებდით პოლიეთიელის ბოთლებით და პარკებით... მერე კი საღამოს ნაქეიფარ დასვენებულები სახლებში დავბრუნდებოდით და სვიანა მეორე დღეს სხვას უმასპინძლებდა...
მაგარმ  არა შეჯდა მწყერი ხესა არა იყო გვარი მისიო...
კახამ ის თვეები და კიდევ მრვალი დღეები ჩვენ ყველას მოგვიძღვნა...
გარემოს დამცველი ვერ გახდები, გარემოს დამცველი დაბადებიდან უნდა იყო, გარემოს დამცველ პროფესიას ვერ ისწავლი, ეს შიგნიდან უნდა გქონდეს. მაგრამ როცა ღორი ხარ და გარემო კი არა საკუთარი ღიპი ქვეყანას გირჩევნია რა სულიერ მდგომარეობაზეა აქ საუბარი? როცა წელში მოხვრა გეზარება, ხელის მაღლა აწევა და ნაგვის ურნაში ჩაყრა, რა უნდა ვიფიქრო? ანუ ვერ გრძნობთ რომ ყარხართ? არაა ამას მეც ვგრძნობ და სხვებიც...  ვწუხვარ რომ ქაქში ხართ.........

Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში