არჩილ თხლაშიძე- ერთი კანონის ორი განმარტება

თურმე მოსამართლეები ახალ თვითმართველობის კოდექსს არ იცნობენ, თურმე
ყველაფერი მარტივად არ წერია ამ ახალ კანონში, თურმე ბევრი უზუსტობაა, თურმე ბევრიც ბუნდოვანია, თურმე ადმინისტრაციულ სამართლის პრინციპით  „რაც აკრძალული არ არის, ის ნებადართულიც არ არის“, მაგრამ სამოქალაქო სამართლის პრინციპით „რაც აკრძალული არ არის, ის ნებადართულია“ , თურმე გუბერნატორი კი ბლოკავდა ფრაქციის შექმნას მოსამართლეები ვერ კითხულობდნენ კანონს....
 ამდენი თურმეს მიუხედავად ფინალში გავედით.
როგორც კახეთში იტყვიან:
 ვაშა! ურა! ყანდაურა! ფრაქცია ძლიერი თელავი როგორც იქნა იქმნება ! მაგრამ ახალი ახლა ისაა, რომ ახლა უკვე ქალაქ თელავის საკრებულო საკნონმდებლო ინიციატივით ფიქრობს შესვლას პარლამენტში, მაშ თელაველებმა კანონის წერაც დავწყეთ. ცოტა არასერიოზული ლიდის შემდეგ სრულ სერიოზულ ინტერვიუზე გადავიდეთ. დაპირებუილი ინტერვიუ ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარესთან არჩილ თხლაშიძესთან


-მოდით ასე ვთქვათ, სამმა დეპუტატმა, მოგვამრთა საკრებულოს იურიდიულ კომისიას და მოითხოვა მათთვის დაგვერეგისტრირებინა ფრაქცია. აქვე უნდა დავკონკრეტდეთ ვინ არიან ეს დეპუტატები?! ორი დეპუტატი გახლავთ საარჩევნო ბლოკიდან ერთაინი ნაციონალური მოძრაობა, ხოლო მესამე დეპუტატი გახლავთ საარჩევნო ბლოკი „ფიქრია ჩიხრაძე მემარჯვენეები და კუკავა თავისუფალი საქართველო“. ჩნდება კითხვა რატომ ვუსმევ ხაზს ამ განმარტებას.  არსებითი მნიშვნელობა აქვს ამ ფაქტორს ...
-რატომ?
-მოგახსენებთ საქართველოს თვითმართველობის კოდექსისი 21 მუხლში, განმარტებულია: ფრაქციის შექმნის საფუძევლები და წესები.
-კერძოდ?
- ფრაქციის ჩამოყალიბების უფლება აქვს, დეპუტატებს, რომლებიც არიან ორი ან მეტი სხვა და სხვა პარტიიდან. თუმცა ამ მუხლში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ როცა ეს ორი ან მეტი პარტია ორ სხვა და სხვა ბლოკშია გაერთიანებული. აქვე აუცილებლად მინდა ავღნიშნო კიდევ ერთი განმარტება, რომელიც ამ მუხლში წერია, მუხლი 30, ცალსახად გამორიცხავს, ფრაქციის შექმნის შესაძლებლობას უპარტიო წევრების მიერ საარჩევნო ბლოკის საზღვრებს გარეთ (იგულისხმება ის უპარტიო დეპუტატები, რომლებიც ამა თუ იმ პარტიის ან ბლოკის მიერ არიან დასახელებული მათ საარჩევნო სიაში), თუმცა არაფერს ამბობს სხვა და სხვა ბლოკში გაერთიანებული პარტიული წევრების მიერ ფრაქციის შექმნაზე. შესაბამისად სწორედ ეს გახდა საფუძველი, რომ იურიდიულ კომისიას, უარი ეთქვა ფრაქციის შექმნის მოთხოვნაზე. კიდევ, ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი დეტალი, რაც მინდა გითხრათ: თვითმართველობის კოდექსი წარმოადგენს თვითმართველობის ორგანოებისთვის ძირითად სახელმძღვანელო ორგანულ კანონს. თვითმართველობის ორგანოები თავის მხრივ წარმოადგნენ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომელთა საქმიანობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ზოგადი ადმინისტრაციული  სამართლის პრინციპს - „ რაც აკრძალული არ არის, ის ნებადართულიც არ არის!“
-ანუ თქვენ ამბობთ, რომ რასაც კანონი არ კრძალავს, ის არ შეიძლება იყოს ნებადართული?
-დიახ, ჩვენ ვიხელმძღვანელეთ სწორედ ამ პრინციპით, რაც აკრძალული არ არის იმაზე ნებართვას ვერ გავცემთ. ამიტომ, საქართველოს თვითმართველობის კოდექსის  30 მუხლში, ჩვენი აზრით, დამატებით რომ იყოს განმარტება ან დაზუსტება  გაკეთებული, კონკრეტულად აი ამ შემთხვევის, რა მაგალითიც ახლა მე მოგიყვანეთ, აქ სადაო არაფერი იქნებოდა. 
-თქვენი ოპონენტები  ამბობენ, რომ თქვენ მიზანმიმართულად არ შეუქმენით ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს.
-არა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მე განგიმარტეთ უკვე, თუ რატომ ვუთხარით უარი და რის მიხედვით ვიხელმძღვანელეთ.
-მართალია თქვენ გამიკეთეთ განმარტება, მაგრამ როგორ ახსნით, რომ სამივე ინსტანციაში აღნიშნულ საკითხზე  პროცესი წააგეთ. აღმოჩნდა, რომ თქვენს არგუმენტზე ძლიერი არგუმენტი თქვენს ოპონენტებს ჰქონდათ.
-მინდა გითხრათ, რომ ამ პროცესში არგუმენტების ჭიდილი არც კი ყოფილა. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ  პირველი ინსტანციის სასამართლომ ზემოთ მოყვანილი ჩვენი უარის არგუმენტზე უბრალოდ არც კი იმსჯელა.
-რომ დამიკონკრეტოთ?
-მათ მხოლოდ  თვითმმართველობის კოდექსის 30-ე მუხლის მიხედვით იხელმძღვანელეს, და უგულებელყვეს ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის პრინციპი - „რაც აკრძალული არ არის, ის ნებადართულიც არ არის“ . ჩვენ აღნიშნული გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ  სააპელაციო სასამართლოსი, რომელიც ანალოგიურად მოიქცა და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. თუმცა გავიმეორებ, რომ სააპალაციო სასამართლოშიც იგივე არგუმენტაცია გვქონდა და ვითხოვდით  სიღრმისეულად მოედინათ განხილვა ჩვენი არგუმენტის, სამწუხაროდ ასე არ მოხდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა უზენაეს სასამართლოში.
-და არც აქ გაგიმართლათ ბედმა და რაც აკრძალული არ არის იმაზე ნებართვა გასცეს. მე გამიგია მაგალითად რომ სამართლის პრინციპია რაც აკრძალული არ არის ის ნებდართულია, თქვენ კი პირიქით ამბობთ.
- სამოქალაქო სამართლის პრინციპი აბსოლუტურად განსხვავდება საჯარო ანუ ადმინისტრაციული სამართლის პრინციპისგან. ნებადართული სამოქალაქო სამართალშია და არა ადმინისტრაციულში. ჩვენ, კასაციის გასაჩივრების მიზეზებში, ზემოთ მოყვანილ არგუმენტებთან ერთად, ასევე მივუთითეთ შემდეგი: თუ საარჩევნო კოდექსის 142-ე მუხლი  ზედმიწევნით კარგად არეგულირებს ბლოკების ფორმირების წესებს და ასევე ბლოკიდან გასვლის მექანიზმებს, რატომ არ შეიძლებოდა წარმომადგენლობით ორგანოშიც, რომელიც საარჩევნო პროცესის პოლიტიკური გაგრძელებაა, ასევე ზედმიწევნით სრულყოფილად ყოფილიყო გაწერილი ფრაქციის შექმნის ყველა შესაძლო შემთხვევის სამართლებრივი რეგულირების პროცედურა და წესები?
- რა გამოდის? თქვენ მეუბნებით, რომ კანონს ხარვეზი აქვს და არ არის გაწერილი დეტალურად ფრაქციის შექმნის წესების ყველა შესაძლო შემთხვევა?
-დიახ! გავაგრძელებ უზენაეს სასამართლოში შეტანილ საჩივარზე საუბარს...
-კი ბატონო...
-უზენაეს სასამართლოს ასევე ვთხოვეთ კასაციის მიზეზების დასაბუთებაში კიდევ ერთი რამ, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას დიდი მნიშვნელობა ექნებოდა სასამართლო პრაქტიკისთვის, ვინაიდან მსგავს პრეცენდენტს ადგილი ჯერ არ ჰქონია. და ვთხოვეთ დასაშვებად ეცნოთ საკასაციო საჩივარი, თუმცა უზენასემა სასამართლომ დაუშვებლად სცნო კასაციის განხილვა და ძალაში დატოვა  წინა სასამართლოს მიერ დამდგარი განაჩენი.
-გამოდის რომ მან უზენაესმა სასამართლომ საერთოდ არ განიხილა ეს საკითხი?
- უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ საქმე არ ექვემდებარება დასაშვებობას რამდენიმე გარემოების გამო.  ერთრთი გარემოება არის შემდეგი: საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლოს ჩამოყალიბებისათვის, რასაც ნამდვილად ვერ დავეთანხმები, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს სრულიად ახალ თვითმართველობის ოდექსთან, სადაც ფრაქციის შექმნა ფორმულირდება განსხვავებულად, შექმნის რეგულაციები განსხვავებულია თვითმართველობის ძველი კოდექსისგან, შესაბამისად სასამართლო  დავა ამ მუხლთან დაკავშირებით აბსოლუტურად ახალია და გასათვალისწინებელია სასამართლო პრაქტიკისთვის, ვინაიდან ეს ეხება სრულიად ახალ შემთხვევებს და სასამართლო პრაქტიკა შეიძლება ყოფილიყო ძველი თვითმმართველობის კოდექსის შემთხვევბზე. უზენაესი სასამართლო კი უარის მიზეზად იძახის, რომ საკასაციო  საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სასამართლო განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზირისით.
-ანუ რა გამოდის მოსამართლეები ახალ თვითმართველობის კოდექს არ იცნობენ?
-ამ შეკითხვის ადრესატი მე არ გახლავართ ეს მათ შეეკითხეთ...
-ანუ რა ხდება ბოლოს ქმნით ფრაქციას?
-ბუნებრივია გადაწყვეტილება აღსრულდება, თუმცა მე მაინც ვთვლი რომ ჩვენი საკრებულოს იურიდიული კომისიის მიდგომა ამ საკითხის მიმართ იყო სწორი. შესაბამისად ვაპირებთ მივმართოთ, პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით. რათა ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსისი 30-ე მუხლში  მოხდეს ამ ჩანაწერის დაზუსტება და აღარ იყოს ბუნდოვანი...
პ.ს. ფრაქცია ძლეირი თელავი იქმნდება საერთო პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე სამი სუბიექტი თელავს რით გააძლიერებს ამაზე მომავალში ვილაპარაკოთ. მთავარი ახლა სხვა რამეა, აკაკი წერეთლის ბაში-აჩუკიდან გამახსენდა რატომღაც ეს ფრაზა: გინდ შეიტანა და გინდ გამოიტანე ეს შენი რუმბივით გაგორებული ფალავანი. რას იფალავნებენ თანაფრაქციელები ამას მომავალი გვიჩვენებს...




Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში