გაზაფხულის კახური ქრონიკები.





თებერვალი დადგაო და ხეში წყალი ჩადგაო...
ერთი შეხედვით, ეს უწყინარი გაზაფხული, რომელმაც მხოლოდ წვიმა და თქეში იცის არც არაფერს არ უნდა ურევდეს და არც არაფერს არ უნდა აშავებდეს...
მაგრამ გაზაფხულის რა ბრალია, როცა ივნისში ადგილობრივი არჩევნები მოდის?
შესაბამისად  მარტივით გადარეულია წინა საარჩევნო ამინდიც...


პირევლი ქოთქოთი კი ასე განვითარდა

ბეჟაშვილის, ღვინიაშვილის და ბოტკოველის გარდა თელავის ცენტრში, სხვა არც ერთი ნაციონალი არ  ჩანდა, ჯამში კი ჟურნალისტი უფრო მეტი იყო, ვიდრე ნაცინალების წარმომადგენლები...
გამოვიდა სამი კაცი და გადაწყვიტეს ბრიფინგის ჩატარება...
რა უნდა ეთქვათ ან რა უნდა ემღერათ ეს მათი პრობლემაა, თუმცა ამას არც აქცია ერქვა და არც მიტინგი...
აქციად, მაშინ იქცა როცა თელავის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და მკვლელობისათვის არაერთხელ ნასამართლევი „ტიპები“  ქუჩაში გამოიშალნენ და დაიწყეს ყვირილი “ მკველელბო წადით“, ყაჩაღების დრო წარსულს ჩაბარადაო...
ასიათსი ამბავი კი გავიგე როგორ დაიგეგმა მთავრობიდან ამ ბრიფინგის ჩაშლა, მაგრამ ერთი ვიცი უტყუარი:
აქციას სადაც კვერცხებს ისროდნენ, ცოცოხებს აფრიალებდენე და პარლამენტის დეპუტატებს აგინებდნენ, რეტომღაც   თელავის მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა არმია ხელმძღვანელობდა...

თუ ამ ამბავს იმასაც დავამატებთ, რომ სახნაძრო სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილე ბექა ჟურული დიდი ორატორი იყო აქციის მსვლელბოისას და გარითმულად იძახდა მკვლელბს და ყაჩაღებს, თან თავის ფეხოსან არმიას კვერცხების სროლაში მობილიზაციას უწევდა, ყველას გამორჩა აურზაურის ავანაჩავანი ბექა ჟურული არც მეტი და არც ნაკლები მუნიციპალიტეტს გამგებლის გივი მეტრეველის ალალი მამიდაშილის შვილია...
ამბავი კი იმით დამთვრდა, რომ გამგებელმა იუკადრისა ნაციონალებმა რატომ არ მთხოვეს ნებართვა თუ აქციას ატარებდნენო? სამ ნაციონალს ბრიფინგის ჩატარება უნდოდა და მაგის ნებართვა თუ მეტრეველის კომპეტენცია იყო ეს პირველად გავიგე....

მთალდ დაწყობილ დალაგებლად, რომ არ არის საქმე არც გურჯაანში ეგ უკვე ცხადია, რუხი კარდნალი გიორგი სიბაშილი ახლა ქართული ოცნების დავთრებში ურევს ხელს და გამგებლის კანდიდატურას უწყვიტავს გურჯაანს....
გურჯაანში გავრცელებული ინფორმაციით
ქართული ოცნება გურჯაანის გამგებლად ზურაბ ხუროშვილის კანდიდატურას განიხილავს


ვინ არის ხუროშვილი?

გურჯაანში ცნობილია, რომ ხუროშვილის  ყველა კარიერული მიღწევა მის ნათელ მირონს გიორგი სიბაშვილს უკვაშირდება
კახეთის ყოფილი გუბერნატორის მოადგილე, ხუროშვილის უახლოესი მეგობარია,
სიბაშვილი არ უარყოს: რომ ის და ხუროშვილი  ახლობლები არიან და ხუროშვილის ქალიშვილი მისი მონათლულია.



გურჯაანში კი, ბევრი ლეგენდა დადის ამ ორი ოჯახის ერთობლივ ფარულ საქმიანობებზეც,

სწორედ სიბაშვილის დამსახურება იყო, ხუროშვილის მეუღლის ირმა ბიწკინაშვილის დაწინაურება მაჩჩის ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე .

ასევე  სიბაშვილის დახმარებით მიიღო ხუროშვილმა  შაშიანში (სიმამრის სოფელში) კულტურის სახლის გრძელვადიანი იჯარა, სადაც ღონისძიების ცენტრი აქვს მოწყობილი (ქელეხებისა და ქორწილებისთვის)


(მისი ნაღვაწზე კი ცალკე სტატია დაიწერებოდა)


საინტერესოა რა გაუჭირდა ქართულ ოცნებას ისეთი, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილის მიერ ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვებული სიბაშვილის უახლოესი მეგობრებით ~ალაგებს გურჯაანს~ ?!
 ბოლო პერიოდში კი, რატომღაც ახალი ხელისუფლება სიბაშვილის ახლო ნათესავების დასაქმებითაა დაკავებული, შეგახესნებთ კახეთის გუბერნიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსად მისი სიძის ძმა გოგიტა რუაძე დაინიშნა 

როგორც სიბაშვილი ამბობს, ყველა მისი ახლობელი, თანაპარტიელი და მეგობარი პოტენციური გამგებელია

ასე, რომ გუბერნტორის ყოფილი მოადგილე,  კვლავ კახეთის რუხი კარდინალის პოსტს ინარჩუნებს
რა ბედი ელის გურჯაანს?

ალბათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა  ისევ სიბაშვილის ვალდებოებაა.

.

გაზაფხული რომ მარტო მშვიდი არ იყო თელავსა და გურჯაანში ცხადია, მაგრამ ყვარელმა, რომ ყველა და ყველაფერი გადაფარა ეს კი ნათელია....
ჯერ იყო თებერვალშვივე დაირხა ხმა გუბერნატორს არც თელავის გამგებელი მეტრეველი ეპიტნავება და არც ყვარლის ქევხიშვილიო...
ხო და ამ არ მოპიტნავებ გადაპიტნავებაში, ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარემ გამგებელს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ უთხრა „ძმობაში“ უნდა გადაგაყენოთ ასე სურთ მაღლაო..
გადაირია ქევხიშვილი რა დავაშავე მე მაგის ღირსი არა ვარო, ქართულმა ოცნებამ კაცი კანადიდან ჩამოიყვანა, ძიუდოსათვის თავი დაანებებინა და გამარჯვების ქულები ყვარელში მასზე გათვალა...

სად ქევხიშვილი და სად ივანიშვილი?

მაგრამ მთა მთას არ შეხვდებაო და კაცი კაცს კი ცნობს, ქევხიშვილი თავის დროზე ივანიშვილს კარზე ბიძინას დაცვის უფროს ჩუბინიძეს გახსენებია...
მერე კი დრო და ამინდიც შეიცვალა ჩუბინიძე არა სანდო გახდა „მოქალქაისათვის“ და ჩუბინიძის მოყვანილი კადრებიც გასასტუმრებელი შეიქმნა საიქაოს...
ზედელაშვილი ღარიბაშილი უკვე სხვა თემაა, როცა შუა კაცი აღარ იყო დიდსა და პატარა კაცს შორის  და შესაბამისად  ქევხაც ჩახსნენს, მაგრამ ქევხიშვილის კერკეტობამ ეტყობა ის დიდი კაცები გააკერკეტა და არა მარტო ჩახსნეს არამედ რამდენიმე საათით გაატუსაღეს კიდეც...

საარჩევნოდ კახეთი კი ასე გადანაწილდა...

გუბერნატორმა გამგებლებისა და მერის კანდიდტურის შერჩევა თავად გადაწყვიტა, თელავის მაჟორებად დაკომპლექტება თავად პარლამენტის დეპუტატმა გელა სამხარულმა ითავა და სიის პირველ ნომრად საკუთარი ცოლის ძმა აჩიკო თხლაშიძე წამოჭიმა... არ თქვათ ახლა ეს, რომ ნეპოტიზმია... როდის იყო სიძე ნათესავებში ითვლებდა
ამ არეულ და დარეულ საარჩევნო გარემოს ზედ უნივერსიტეტის დიდი არეულობაც დაემატა და განათლების სამინისტრომ იმხელა არზა აუწყა რექტორს, რომ უნივერსიტეტი მომავალ გაზაფხულამდე თუ გადააგორებს ამის უკვე ბევრს აღარ სჯერა....
ადმინისტრაციის უფროსი თავიდან აირჩიეთ უკანონდ დაგინიშნავთო...
მანდ რა რესპუბლეკლების ყრილობა მოგიწყვითო, ეგ ცოდნის ტაძარია და არა პოლიტბიუროვო, წარმომადგენლობით საბჭოებში სადაურებს სვავთ წევრებადო......
მოკლედ  დეპუტატ სამხარულის აწყობილი გეგმა, რომ უნივერსიტეტი მისია, ჩაიშალა...
ჯამში კი ზევით დაფიქრდენენ და თელავის მერად ვინაო?
არავითარი მეტრეველიო, მაგას ისიც ეყოს სამ კაციანი ბრიფინგი ლაზათიანად, რომ ვერ ჩაშლა და მკვლელბისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მეტი ვერავინ მოძებანა ქალქაში სადაც 70000 მეტი მოსახლე ცხოვრობსო.....
არჩევანი იყო თუ არადანი მერობის კანდიდატებიდან ქართულმა ოცნებამ ბილაინის თელავის ოფისის ხელმძღვანელი პლატონ კალმახელიძე დაასახელა, ნაციონალურმა მოძრაობამ ლექსო ძულიაშვილი მარად მწვანე  ადგილობრივი პოლიტიკოსი...
მეტრეველმა ბევრი იდარდა თუ ცოტა თელავში ამბობენ ზევით ურჩიეს წადი აიღე ხელში ისევ ის შენი ვაზის მაკრატელი და ვენახს მიხედეო...
ამ ყველა ფორიაქს ისიც დამეტა ქალქაში ძველი საკრებულოს თავმჯდომარე ყოფილი მინისტრის მოადგილე გოჩა მამაცაშილიც გამოჩნდა და  თელავის პულსიც აჩქარდა..
რა დალაგდება და რა გადმოლაგდება ეს უკვე მომავლის თემაა,  თუმცა თემა იქით იყოს და ხალხს რა ეშველება ეს ჯერ უცნობია.
პ.ს.
ამბიცები არ მახრჩობს, საჯარო მოხელის სკამისაკენ არ მივისწრაფი, თუმცა მაინც დაგიტოვებთ ამბავს იმ თელავის საკრებულოს რასაც მე ციხიდან გამოსვლის მერე ვუყურე მხოლოდ მარაზმი ერქვა, ამიტომ არც მეტი და არც ნაკლები მაქვს სურვილი მეც ვცადო ბედი და შევიდე საკრებულოში, ალბათ საინტერესო საყურებელი იქნება ჟურნალისტი საკრებულოს წევრი მოსიაშვილი  გარედან კი აღარ გაიგებს სიახლეებს, არამედ შიგნით იქნება , ციხე კი ცნობილია რომ შიგნიდან ტყდება, მეც სწორედ ის მინდა, რომ საკრებულო ციხე არ იყოს და დეპუტატები კი მონებად არ იქცნენ.  


Comments

Popular posts from this blog

ციხის ანბანი!

თელავი კანონიერი ქურდის მოლოდინში