უსიყვარულო ნაყოფი
(პერსონაჟთა სახელები
და გვარები შეცვლილია)
სასამართლოს დარბაზში ადვოკატი მურმან ჯიშკარიანი,ჩაფიქრებული
ჩამომჯდარიყო კუთვნილ მაგიდასთან.ფიქრებით შორს,ამერიკაში იყო წასული.აგერ უკვე მერვე
წელია ერთადერთი ვაჟი ვახტანგი ამერიკაში წასულიყო.ჯერ სწავლობდა,ახლა თან კვალიფიკაციას
იმაგრებს,თან შრომობს.ოჯახი ერთადერთი შვილის ლოდინით აღამებდა და ათენებდა.“სკაიპით“
საუბარი არ ჰყოფნიდათ გამზრდელ მშობლებს.შვილსაც ხათრს არ უტეხავდნენ და უკან დაბრუნებაზე
კატეგორიულად არ ლაპარაკობდნენ.მურმანს ის უფრო ადარდებდა,არ გადამისხვაფერდეს შვილი,ამერიკელებივით
ცივი ადამიანი არ ჩამომიყალიბდესო.ამ ფიქრებში წასულმა ვერ შეამჩნია,როგორ შემოვიდა
დარბაზში მოსამართლე.მოსამართლე ნინო ცერცვაძე მისი სტუდენტობის მეგობარი იყო,წლები
აკავშირებდათ ერთმანეთთან.თუმცა მურმანიც და ნინოც დარბაზში ივიწყებდნენ მეგობრობას
და ხშირად,ლამის მეტოქეებათ ქცეულან.
-მურმან,როგორ ხარ?!-კითხა ნინომ
-რა ვიცი,ნინო.კარგად,შენ როგორ ხარ?!
-ბავშვი მადარდებს,დღე-დღეზე მშობიარობას ელოდება,ბებიაობისთვის
ველოდები,მგონი დავბერდით...
-მგონი?!რა ვიცი,მე შენ სიბერეს ვერ გატყობ.
-შენი ბრალდებული რას აპირებს,დღეს მაინც მოგვცემს ჩვენებას?
-არ ვიცი,გუშინ ვნახე და მითხრა,სასჯელის შემსუბუქებას
არ ვითხოვ,სხვა სათხოვარი მაქვს მოსამართლესთანო.
-ამდენი ხანი სად არის ბადრაგი,მოსეირნობენ?!-მოსამართლემ
მანდატურს მკაცრად შეხედა.ის იყო მანდატურმა
რაცია პირთან მიიტანა,რომ ბრალდებული,ხანში შესული ქალი,შემოიყვანა ბადრაგმა.
ბრალდებულს თავი მაღლა არ აუწევია.ბუნებრივად შევიდა
იზოლირებულ სადგომში და დაჯდა.მოსამართლემ ხმამაღლა დაიწყო კითხვა.
-ბრალდებული მზია ხუციშვილი
ბრალდებული ფეხზე ადგა
-დიახ,მე გახლავართ
-დაბადებული 1950 წლის 12 მაისს
-დიახ
-მცხოვრები ქ.თბილისი,ზემო ვაკის ქ.N97,საშუალო განათლების
მქონე,უმუშევარი.წარდგენილი გაქვთ ბრალი სსკ-ის 108 მუხლით.კერძოდ,ბრალად გედებათ,თქვენი
ვაჟიშვილის,სოსო ხუციშვილის განზრახ მკვლელობა.
-კი,ვიცი-ბრალდებული თავს მაღლა არ სწევს.
-გაქვთ ბატონო პროკურორო და ბატონო ადვოკატო რაიმე შუამდგომლობა?
-არა,არა
-თქვენ,ბრალდებულო ხუციშვილო,გაქვთ შუამდგომლობა მოსამართლესთან?
-ბატონო მოსამართლე,მე არ ვიცი რას ნიშნავს შუამდგომლობა.მარტო
ერთი თხოვნა მაქვს-მოსამართლეს უნებურად გაეღიმა და უპასუხა
-გისმენთ,ხუციშვილო
-ჩემს სიცოცხლეში არასოდეს მივსულვარ მღვდელთან,არც
აღსარება არ მითქვამს,არც მონათლული ვარ.თუმცა სახლში სამი ანგელოზი დავტოვე,ჩემი შვილიშვილები:მზია,ელენე
და თომა ხუციშვილები.სამივენი დღეს სრულწლოვნები არიან.წინასაწარი გამოძიების დროს
არ მიმიცია ჩვენება.ჩემს ამბავს მხოლოდ ერთხელ მოვყვები ამ დარბაზში,სრულად და გადაჭარბების
გარეშე.ოღონდ ერთი სათხოვარი მაქვს,ჩემი შვილიშვილები ამ დღეს აქ იყვნენ.თავის მართლებას
არ ვაპირებ,უბრალოდ მინდა მათ ყველაფერი იცოდნენ.ამიტომ,გთხოვთ,მოიწვიოთ ისინი.მე ჩემსას
ვიტყვი,თქვენ კი ისე გადაწყვიტეთ,როგორც კანონი მოითხოვს.არ ვაპირებ არაფერში თავის
მართლებას,უბრალოდ მინდა ბავშვებს მოვასმენინო ჩემი ცხოვრების ურთულესი გზის ისტორია.მხოლოდ
ამას გთხოვთ-პროკურორმა ხელი ასწია.
-გისმენთ ბატონო პროკურორო-მიმართა მოსამართლემ.
-შვილიშვილები საქმის არსთან არაფერ შუაში არ არიან,მე
არ ვარ თანახმა.
ახლა ადვოკატმა ასწია ხელი
-ბატონო მოსამართლე,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი,არ ითხოვს
არც გამართლებას,არც შემსუბუქებას.თუ მას სურს შვიიშვილების თანდასწრებით მოგვცეს ჩვენება,ეს
არ უშლის ხელს სასამართლოს არ წარმოებას,არც განაჩენის დადგომას.ის ქალია,უბრალოდ აქვს
უფლება სიმართლე უთხრას ოჯახსაც და ჩვენც.ბატონი პროკურორის პოზიცია არ არის ამ შემთხვევაში
არგუმენტირებული.
მოსამართლე გაჩუმდა.მერე ჩაქუჩი ხელში მოიმარჯვა და
ბრალდებულს მიმართა.
-ხუციშვილი,მაინტერესებს,სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს
თქვენი შვილიშვილების აქ მოყვანას?!
-ვერ გავიგე კითხვა,ბატონო მოსამართლე
-კარგი,შვილიშვილების თანდასწრებით მოყვებით სიმართლეს?
-მე მათთვის მოვყვები სიმართლეს და არა ჩემთვის!-მოსამართლემ
მაგიდაზე ჩაქუჩი დაარტყა.
-სხდომა გადაიდოს 2011 წლის 28 ივლისამდე.ბატონო პროკურორო,თქვენ
კი სასამართლოს დაეხმარებით,რომ მზია,ელენე და თომა ხუციშვილები შემდეგ სხდომას აუცილებლად
დაესწრონ.-ბრალდებული გაიყვანეს.მოსამართლე ადვოკატს მიუბრუნდა და ჰკითხა:
-მურმან,ეს ქალი მკვლელს საერთოდ არა ჰგავს,როგორ მოკლა
შვილი მიკვირს
პროკურორი დარბაზიდან გასვლას აპირებდა,გაჩერდა და მან
უპასუხა
-ცხვრის ტყავში გადაცმული მგელი არ გინახავთ?_მოსამართლე
ახალგაზრდა,თავის შვილზე უმცროსი ბიჭის გამომეტყველებას დააკვირდა და უპასუხა
-კი,მინახავს.ცხვრის ტყავში გადაცმული მგელიც მინახავს
და ძაღლის ტყავში გადაცმული ქალამანა და ამებაც-პროკურორმა პასუხი ვერ გაიგო რას ნიშნავდა,უკომენტაროდ
გაეცალა იქაურობას.
მურმანი სიცილით იგუდებოდა
-ოხ,ნინო.ისევ ის ნინო ხარ,რაც სტუდენტობის დროს იყავი.გახსოვს,მთელი
ღამე საკურსოს წერდი,დილით უძილო მოხვედი ლექციაზე,მერე გათქნარებდა...
-ხო,ხო,გამახსენდა.ანჩხლი გვყავდა ქართული სამართლის
ისტორიას რომ გვიკითხავდა.ებრაელი იყო მგონი.მე რომ მითხრა,ცერცვაძე არ გადამყლაპოო,ხომ
მიიღო პასუხი:არა პატივცემულო,ღორის ხორცს არა ვჭამ-მეთქი.
-შენც მიიღე მაშინ პასუხი,კომუნისტური პარტიიდან გამოგრიცხეს
-ეხ,ჩემო მურმან,ის დრო ჯობდა...დილით ქალი პატიმარი
მყავდა პროცესზე,გადავადებას ითხოვდა.ვეკითხები ადვოკატს და სასჯელაღსრულების წარმომადგენელს,შეგიძლიათ
აუხსნათ ბრალდებულს განაჩენის აღსრულების ვადა,ვადების შესახებ შუამდგომლობაა თუ აუცილებელი
მოთხოვნა.მიყურებს ორი დოყლაპია,ვერ გავიგეთ კითხვაო.გაბრაზდა მსჯავრდებული და მეუბნება:ამათ
რას ეკითხებით,მე გეტყვით.ეს არ არის იმპერატიული მოთხოვნა.ეს მხოლოდ მოსამართლის შინაგანი
რწმენით გამოსატანი განჩინებაა და მე ვიცი,რომ თქვენი შინაგანი რწმენა გეუბნებათ მე
სახლში არ გამიშვათო...
-რას მეუბნები,ასე გითხრა პატიმარმა?
-ხო,მურმან,გავოცდი.დღეს პატიმარი უფრო დიდი და ძლიერი
იურისტია,ვიდრე პროკურორი,გამომძიებელი და ადვოკატი.ძალიან მაშინებს ხვალინდელი დღე,ასეთი
უცოდინარი თაობით.
-მართალი ხარ ნინო,მაგრამ ხომ იცი,ქართველები ვართ და
არ წავიქცევით
-ღმერთი იყოს შენსკენ ჩემო მურმან.წავედი ეხლა,28-ში
შევხვდებით.
2011 წლის 28 აპრილი
ყველაფერი ჩვეულებრივ დაიწყო.აი ისე,როგორც სასამართლოს
სჩვევია.რაღაც სასამართლოს ნორმებით გათვალისწინებული.და დადგა ბრალდებულის დაკითხვის
დროც.
ბრალდებულიც ადგა ფეხზე,მოსამართლისკენ არ მიბრუნებულა,დარბაზში
მყოფ შვილიშვილებს მიაშტერდა,თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა და დაიწყო თხრობა.
-კახეთში ერთი დიდი სოფელია,მას სახელად მატანი ჰქვია.მე
იმ სოფელში გავიზარდე.დაბადებით,ხევსურეთის ერთ-ერთ ნასოფლარში გავჩენილვარ.იქიდან
ჩვილი ბავშვით ჩამოსულან დედაჩემი და მამაჩემი ბარში.სწორედ ამ სოფელში დასახლებულან,სადაც
16 წლამდე ვცხოვრობდი.დედაჩემი ულამაზესი და უპატიოსნესი ქალი იყო.მამა მშრომელ,მუყაით
გლეხად ითვლებოდა.ჩემს გარდა ჩემს მშობლებს შვილი არ ჰყავდათ.რვა კლასი რომ დავამთავრე,გადაწყვიტეს
„საფერშლოზე“ ჩამებარებინა.დედას ჩემი ქალაქში გამოშვება არ უნდოდა,მაგრამ გული არ
დამწყვიტა.თბილისის ერთ-ერთ ტექნიკუმში ჩავაბარე.ბინა ქირით ამიღეს მშობლებმა.არაფერს
არ მაკლებდნენ,არც ჩაცმას,არც ფულს და არც ჭამას.ძალიან გათამამებული ბავშვი ვიყავი.ავლაბარში
ვცხოვრობდი.ერთხელ ჩემი კურსელის დაბადების დღეზე მომიწია წასვლამ.თბილისელი ავარმავარი
ბიჭებით იყო ოთახი სავსე.სუფრაზე დაცინვა დამიწყეს,სოფლელი ვიყავი და დამამცირეს.ერთ
თავხედს სახეში ღვინო შევასხი და ვუთხარი:“მე თუ „ჯო“ ვარ,მაშინ შენი „ტოც“ ვატირე“.სახლში
წამოვედი.სამი თვე ჩვეულებრივ ვცხოვრობდი.დილით ლექციები,მერე საღამოს საავადმყოფოში
პრაქტიკები.სახლში გვიან მივდიოდი.გაზაფხული იყო,ასე დაახლოებით ათი საათი იქნებოდა.ქუჩაში
ბნელოდა,ჩემს სახლამდე ამოსასვლელი ბილიკი იყო,მიყრუებული ადგილი იყო.ერთ-ერთი კუთხიდან
ითხი ბიჭი გამოვიდა.წრე შემომარტყეს,ჯერ დამცინოდნენ,მერე შემაშინეს.ბევრს ვერ მოვყვები
იმ ღამეზე,ოთხმა ბიჭმა ნამუსი ამხადა.ძალა იხმარეს,ტანზე ყველაფერი შემომახიეს და სათითაოდ
იჯერეს გული.ეს საშინელება ერთი ღამის უბედურად არ დამთავრდა,მთელი სიცოცხლე ის ღამე
აჩრდილივით დამყვება უკან.ბინაზე ტანზე შემოფლეთილი ტანისამოსით მივედი,“ხაზეიკამ“
დამინახა.მეორე დღეს ავტობუსს წერილი გაატანა და ჩემი მშობლები იმავე ღამეს ჩამოვიდნენ.ყველაფერი
მოვუყევი,მამამ საჩივარი არ შეიტანა,ასე მითხრა:“ორმაგ სირცხვილს ვეღარ გადავიტან,ქვეყანას
ვერ გავაგებინებ ნამუს ახდილი გოგო რომ მყავსო“.მომკიდეს ხელი და სოფელში წამიყვანეს.ორი
თვის მერე მივხვდი,ფეხმძიმედ ვიყავი.ეს არ იყო სიხარული,ეს იყო მეხის გავარდნა.ველოდი
შვილს და არ ვიცოდი,ვინ იყო შვილის მამა.დედამ და მამამ ერთობლივად გადაწყვიტეს ნაყოფი
მომეშორა.დღეს ჩემს თავს ვეკითხები,რომ დამეჯერებინა,იქნებ მართლა გამმართლებოდა.თუმცა
გავუძალიანდი,მამამ მითხრა,მაშინ ჩემი სახლიდან
წახვალ და აღარასოდეს მნახავო.ღამე 720 მანეთი მოვპარე დედას და დილით ჩუმად
გავიპარე.თბილისში ჩამოვედი,ბინა ვიქირავე და დავიწყე ცხოვრება მარტომ.ყველაფრის და
ყველას გარეშე.ნუ მომაყოლებთ იმ თვეებს,როგორ მეზრდებოდა მუცელი.ყველა „ხაზეიკა“ ჩემს
მუცელს და უპატრონობას ეჭვით უყურებდა და ბინიდან მაგდებდა.მერე ერთი მკითხავი ქურთი
გავიცანი-რაია-იმასთან დავდექი მდგმურად.მხოლოდ იმ ქალმა შემიკედლა და ბოლომდე მიპატრონა.ვიმშობიარე,გავაჩინე
ბავშვი,უსიყვარულოდ,გაბოროტებული სულით, და ზიზღით სავსე ცხოვრებით.ბიჭი მეყოლა.რაია
ისე მივლიდა,როგორც შვილს.როგორთვე ბავშვი ბაგაში მივიყვანე,ქარხანაში მუშად დავიწყე
მუშაობა.სოსო შვიდი წლის მყავდა,რომ დედაჩემმა მომაგნო და მომაკითხა.ყველა მძულდა:დედაც,მამაც,ხალხიც.მიყვარდა
მხოლოდ ორი ადამიანი:სოსო და რაია.მე სოსოს მივუძღვენი ჩემი ცხოვრება.დედა შავებში
ჩაცმული,გატანჯული და დაბერებული იდგა ჩემს წინ და პატიებას მთხოვდა.
-მამაჩემი სად არის?-ყოველშემთხვევაში ვიკითხე უნებურად.
-მამა მოკვდა.შენ რომ წახვედი,ორ თვეში გული გაუსკდა
-მე შვილი მყავს-დედას ნიკაპი აუკანკალდა
-სად არის?
-მოვა,სკოლაშია
-მაჩვენებ?
-ინანა მამამ ჩემი მიტოვება?-ამაყად ვეკითხებოდი უბედურს.დედა
კი ატირდა.
-არა,სამარადისოდ დაგწყევლა.ყველგან გეძებდი.კაცის წყევლა
მისავალია,შენი დაკარგვის მეშინოდა.ძლივს გიპოვე.
არ ვიცი,იქნებ პატიება მე უნდა მეთხოვა დედისთვის.მე
კი მას ვაპატიე.სოსოს ბებია უცებ შეუყვარდა.მიეკედლა და მალე სოფელში მასთან გადავიყვანე.დღე
და ღამე ვასწორებდი შრომაში,ბინა მივიღე,ფეხზე წამოვდექი.ერთ დღესაც,სოსომ მკითხა-ვინ
არის მამაჩემი?-ეს დღე იმ დღეს გავდა,ნამუსი რომ ამხადეს.ეს იყო ის დღე,რომელიც ამ
წუთისოფელმა სასჯელად მომივლინა.-გაიზრდები და გეტყვი-ამ პასუხით ვიშორებდი შვილს წლების
მანძილზე.
ბრალდებული დაიღალა.მოსამართლეს „ცხვრის ტყავში გადაცმული
მგელი“ შეეცოდა.შესვენება გამოაცხადა.ბადრაგმა პატიმარი გაიყვანა,დარბაზი დატოვა თავად
მოსამართლემაც,თუმცა კაბინეტში პროკურორი და ადვოკატი მიიწვია.
-მობრძანდით-საქმის არსზევე გადავალ.ჩემი ცხოვრებისეული
გამოცდილება მუებნება,რომ პატიმარი არ ტყუის.
-ჯერ მას დანაშაულზე არაფერი ულაპარაკია-სიტყვა მოუჭრა
პროკურორმა
-ჩემო კარგო,მე ამ ოთახშიც მომამართლე ვარ და იქ,დარბაზშიც.ასე,რომ,როცა
მე ვლაპარაკობ მოთმინება იქონიე და ყურადღებით მომისმინე.პატიმარი გულწრფელია,ის სასამართლოს
არ ელაპარაკება,ის შვილიშვილებს ეუბნება სიმართლეს.არც დაუმალავს რამეს.მე მარტო ერთი
კითხვა მაქვს.სასჯელის ზომაზე რას ფიქრობთ?
-მე აღიარების შემთხვევაში შემსუბუქებას მოვითხოვ-თქვა
ადვოკატმა
-მე არ გეთანხმებით,დანაშაული სახეზეა.არსებითი მნიშვნელობა
არა აქვს ჩემთვის აღიარებას და მონანიებას,საპროცესო გარიგება არ იქნება და მორჩა.რაც
მთავარია,სისხლის სამართლის პოლიტიკა არ არის ლიბერალური,განსაკუთრებით ძალადობრივ
დანაშაულზე.დედამ შვილი რომელიც მოკლა,ჩვენი ერთ-ერთი აგენტი იყო.ბევრი საქმე ნარკოტიკებთან
დაკავშირებული,ხსონებული ხუციშვილის სახელით
აღიკვეთა.პროკურატურა,რა თქმა უნდა,ამ ფაქტზე ხმამაღლა არ ილაპარაკებს.თუმცა დამნაშავე
დედის დასჯას მოითხოვს უმკაცრესად.მე თხუთმეტ წელს მოვითხოვ-მჭერმეტყველ პროკურორს
ღიმილით უსმენდა ადვოკატი.მოსამართლე კი სათვალის მიღმა აკვირდებოდა.ბოლო სიტყვა მოსამართლეს
ეკუთვნოდა.
-კარგია,როცა შენნაირი ახალგაზრდები მიზანდასახულათ
ასრულებთ დავალებას,მითითებებს.თუმცა,მე „თემიდა“ ვარ,კანონი და სამართალი ერთი და
იგივეა ჩემთვის.არ დაგავიწყდეს კანონი და სამართალი.მე კი პატიმარს ბოლომდე მოვუსმენ,რადგან
ის აღსარებას უფრო ამბობს,ვიდრე ჩვენებას.
ყველანი დარბაზში დაბრუნდნენ.რამოდენიმე წუთში გაგრძელდა
მკვლელი დედის ჩვენება.
-წლები გადიოდა.შვილი ჩემგან პასუხს ელოდა,მე კი მუდამ
თავს ვარიდებდი.თავისი თანაკლასელი შეუყვარდა.ვიცოდი,რომ გოგოსაც უყვარდა.ერთხელ სახლში
დაღლილი მივედი,სადარბაზოსთან იმ გოგოს მშობლები დამხვდნენ.მიყვიროდნენ,შვილს კითხულობდნენ,ჩემი
ბიჭი და ის გოგო გაპარულიყვნენ.იმ წამს მივხვდი,დედაჩემთან სოფელში იქნებოდნენ.წავედით,მართლაც
იქ იყვნენ.მშობლებმა გოგო გვერდზე გაიყვანეს,ელაპარაკნენ და შვილი თან წაყვათ.ჩემი
ბიჭი არ უშვებდა,გოგოს თვალებში შესცქეროდა და პასუხს სთხოვდა.შეყვარებულმა უპასუხა:მამამ
მითხრა,თუ ამ ნაბუშართან დარჩები,დღესვე მოვიკლავ თავსო.სამი დღე-ღამე ჩემი ერთადერთი
შვილი თვალით არ მინახავს,სახლიდან წავიდა.სამი დღის მერე დაბრუნდა და პირველად ვნახე
მისი გაბოროტებული თვალები.ასე მითხრა:
-მთელი ცხოვრება ველოდი სიმართლე გეთქვა.ახლა შენგან
აღარ ვითხოვ სიმართლეს.ბებო მეტყვის ვისი შვილი ვარ.-ის და დედაჩემი ოთახში შეიკეტნენ.გათენებამდე
ლაპარაკობდნენ.გამთენიისას შვილი თავზე დამადგა.მიყურა,მიყურა და იცით რა მითხრა?
-მაშინ მოტყუვდი,როცა გადაწყვიტე,რომ გაგეჩინე.და იცი
რატომ?ამით იმ სამ ახვარს სამაგიერო გადაუხადე.მათგან ერთ-ერთის შვილი ვარ და მისი
სისხლი მიჩქეფს ძარღვებში.შენ კი,ბუნებრივია,მამაჩემი გეზიზღება.მას ვერ გაუსწორდი,სამაგიეროდ
მე გამისწორდი,მის შვილს და ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქციე.არ იდარდო,ამ ჯოჯოხეთის დედოფალი
შენ იქნები.
იმ დღიდან ჩემი ცხოვრება სისასტიკედ იქცა.ჩემმა შვილმა
ყველაფერს მიაღწია:ისწავლა,განათლება მიიღო,კარგ ადგილებზე მუშაობდა,ცოლი მოიყვანა,შვილები
ეყოლა.იყო იდეალური ქმარი და მამა..მაგრამ იყო დაუნდობელი,ბოროტი და სადისტი შვილი.იმ
დღის მერე მე მისგან სითბო აღარ მიგრძვნია.მხოლოდ მცემდა და „სოფლის ძუკნას“ მეძახდა.მარტო
ერთს ვთხოვდი,ცოლისა და შვილებისთვის არ მოეყოლა სიმართლე.არ მინდოდა შვილიშვილებს
შევზიზღებოდი.ამქვეყნად,მხოლოდ ამ სამ ანგელოზს ვუყვარდი.მინდოდა კეთილი მოხუცი ვყოფილიყავი
და არა ავი დედაბერი.
იმ დღეს ნასვამი დაბრუნდა,ბავშვები სახლში არ იყვნენ.ძალიან
მცემა,თითქმის ძვლებში დამამტვრია.კარზე ზარის ხმა გაისმა,მზია და ელენე სახლში დაბრუნდნენ.კარი
მამამ გაუღოთ,ბავშვები კისკისით შემოვიდნენ.მამამ კი მკაცრად ჰკითხათ:
-სად დაეთრევით?-მზია თამამი მყავს,მოუბრუნდა და უპასუხა:
-მაგ ტონით შვილებს არ ელაპარაკებიან,მასე ქუჩის ქალებს
ეუბნებიან.
ჩემმა შვილმა კი საშინელება უთხრა:
-ნუ განიცდი,არისტოკრატი არ ხარ,ქუჩის ქალის შთამომავალი
ხარ
მახსოვს ელენიკომ უთხრა:“დედაჩემს ნუ აყენებ შეურაცხყოფას“
ჩემმა ვაჟმა კი მშვიდად ჰკითხა:
-გინდათ გითხრათ
რა თესლის ნაყოფები ხართ?!-აქ ვეღარ მოვითმინე,პურის საჭრელი დანა ზურგში სამჯერ ჩავარტყი,მერე
არ ვიცი რას ვაკეთებდი.უკანასკნელი კადრი რაც მახსოვს,ელენიკოსკენ წავედი,ის გულშეწუხებული
ძირს ეგდო,მზია კიოდა და მეუბნებოდა-არ მომეკარო,არ მომეკარო..-დანარჩენი აღარ მახსოვს,გონს
ციხეში მოვედი..
სასამართლო დუმდა...
შვილიშვილები ტიროდნენ...
ბებიას თვალზე ცრემლი გაშრობოდა...
პროკურორმა სასჯელის უმაღლესი ზომა მოითხოვა...
ადვოკატმა შემსუბუქება...
„თემიდამ“ რვა წელი მიუსაჯა-სასჯელის მინიმუმი
ერთ კვირაში მოსამართლე გაანთავისუფლეს,სამ დღეში კი
შვილიშილი შეეძინა და ქალბატონი მოსამართლე უკვე ბებოდ გადაიქცა.ხუციშვილს ზონის ეზოში
,ამანათის დამტარებელმა,ამანათი,ყვავილები და მისალოცი ბარათი მიუტანა.ბარათზე ეწერა:
„შენ ყველაზე დიდი გმირი ბებო ხარ,გილოცავთ დაბადების
დღეს;შენი შვილიშვილები:მზია,ელენე და თომა ხუციშვილები“
ერთ საათში პაემანზე გავიდა პატიმარი.ბებოს და შვილიშვილებს
არაფერი ულაპარაკიათ,მარტო ტიროდნენ და ერთმანეთს ეხუტებოდნენ.
მას მერე მწამს,რომ უსიყვარულოდ შექმნილი არსება საშიში,დაუნდობელი
და ბოროტია,რადგან ღმერთია თავად სიყვარული.

ამ ბლოგს ახლახან მივყვები და დღეს ვგრძნობდი, რომ ჩემი ამბავი უნდა გამეზიარებინა, რადგან მეც მსხვერპლი ვიყავი. მას შემდეგ, რაც შვიდი წლის განმავლობაში ვიყავი მასთან, მან გაწყვიტა ჩემთან ერთად, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მას დავბრუნებულიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოდ იყო, მე ასე მინდოდა მისთვის, იმ სიყვარულის გამო, რომელიც მე მასში მაქვს, ყველაფერში ვთხოვე, დავპირდი, მაგრამ მან უარი თქვა. მე ავუხსენი პრობლემა დედაჩემს და მან შემოგვთავაზა მე დამიკავშირდეს მართლწერის წოდება დრიგბინოვია, რომელიც მეხმარებოდა ჯადოქრობაში რომ ჩამებრუნებინა, მაგრამ ჯადოქრობა არასდროს მჯეროდა, სხვა არჩევანი არ მქონდა, მაგრამ შევეცდები შელოცვა მეთქვა და მან განუცხადა მე აღარ უნდა ინერვიულო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ჩემი ყოფილი დაბრუნებულიყო, მან მეორე დღეს გასაკვირი გასროლით ჯოხი შეაგდო ჩემს სახელით, ეს იყო საღამოს 4:00 საათზე. ჩემმა ყოფილმა დამირეკა, მე ძალიან გამიკვირდა, მე ვუპასუხე ზარს და ყველა მან თქვა, რომ ბოდიში იყო ყველაფრისთვის, რაც მომხდარა, რომ მინდოდა უკან დაბრუნებულიყო, რომ ძალიან მიყვარდა. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ეს მუშაობს ჩემთვის, ასე რომ, ჩვენ თავიდან ბედნიერად დავიწყეთ ცხოვრება. მას შემდეგ მე დავპირდი, რომ ყველას, ვისაც ვიცნობ, აქვს ურთიერთობის პრობლემა, მე ვეხმარებოდი ასეთ ადამიანს, მხოლოდ ნამდვილ და ძლიერ ჯადოქარს მივმართავ, რომელიც ჩემს პრობლემაში დამეხმარა და ყველაფერში განსხვავდება ეს ყალბი. ვინმეს დახმარება გჭირდებათ აქ მისი ელ.ფოსტა: doctorigbinovia93@gmail.com შეგიძლიათ Whatsapp დარეკოთ მისი მობილური ტელეფონის საშუალებით +2348144480786 საუკეთესო შედეგის მისაღებად ყველა ან თქვენს პრობლემას
ReplyDelete